დავწერო მეც, სანამ მაქვს მაგის დრო და თავი
ზუსტად 40 კვირაზე მქონდა დანიშნული საკეისრო და მეშინოდა მანამდე არ დამწყებოდა მშობიარობა. მივედი გამზადებული და სანამ წინასაკეისრო ანალიზებს ვაბარებდი და ექიმებთნ კონსულტაციებს გავდიოდი, მანამდე ვიღაც სასწრაფოდ საოპერაციო გოგო მიიყვანეს, რომელსაც რაღაც პრობელმები შეექმნა და მე რიგიდან ამოვვარდი . ამასობაში კი დაბლა გულშემატკივრები იყვნენ შეკრებილი, წინასწარ შამპანურიც დაულევიათ , მე კი ჩემი მუცლიანად ჩავედი და მეთქი აქედან ყველა მივდივართ რესტორანში , უჩემოდ ხომ არ აპირებთ ქეიფს თქო

მადლობა ღმერთს პრობლემები არ გვქონია მე და ჩემ პატარას და შეგნებულად მივუდექით ამ საკითხს, ფიზიკურად ვეღარ ესწრებოდა ჩემი ოპერაცია, თან ძალიან მშიერი და დაღლილი ვიყავი, ამიტომ დავბრუნდი სახლში თან კმაყოფილი, თან აღშფოთებული. ამასობაში შიშმაც ცოტა გადამიარა და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ მეორე დღესაც რამე გაუთვალისწინებელი არ მომხდარიყო.
მივედით მეორედაც დილიდან . ხალხი გაფრთხილებული გვყავს, რომ წინასწარ არ მოვიდნენ . მეორე ვიყავი რიგში, ჩამაცვეს (თუ გამხადეს), გამამზადეს და პალატაში დამაბინავეს. საშინლად მეშინოდა საკეისროსი, საშინლად. უაზრო აზრები მიტრიალებდა, რომ ნარკოზიდან ვერ გამოვიდოდი და ათასი უბედურება (ნარკოზი დამჭირდა, ლიდოკაინზე ალერგია მომცა და სპინალური გამოირიცხა, თუმცა მაგისიც მეშინოდა ) ანსეთეზიოლოგს ტვინი ვუბურღე, ორსულობის ბოლო 2 თვე ტახიკარდია მქონდა. კარდიოგრამა კარგი მქონდა, მაგრამ მე მაინც მეშინოდა ნარკოზის და ტახიკარდიის. შემიყვანეს საოპერაციოში და ისეთმა შიშმა ამიტანა, პირველად მაშინ ვინატრე ჩემი ქმარი გვერდით, ფიზიოლოგიურზე არც კი მიფიქრია შეყვანა. მაგრამ ქორიძე ვიცოდი რომ არავის უშვებდა და ვდგავარ საოპერაციოს კარებში გაჩხერილი, ფეხს ვერ ვადგამ შიგნით. ბოლობოლო შემრცხვა ამდენი ხალხის და შევედი. დავწექი მაგიდაზე სულ ოხვრა-კვნესით და ვაიმეს ძახილით . თან ვქოთქოთებ პირველად ვიკეთებ ოპერაციას და მინდა ვთქვა რომ ძალიან მეშინია და ამ დროს ექიმი მეუბნება მაშინ ჩაიფიქრეო

ნახევარმა შიშმა გადამიარა. ამასობაში ჩამიდგეს კათეტერი, გამიზომეს წნევა, წინ ჩამომაფარეს ნაჭერი, დამიმუშავეს ჭრილობის ადგილი, ექიმები დგანან უკვე გამზადებული და მე მღვიძავს, თვალები მაქვს დაჭყეტილი და შიშით ხმას ვერ ვიღებ

ანესთეზიოლოგი მეუბნება თქვი ეხლა რამე, ოღონ ჭკვიანურიო, არ მკითხო ნარკოზის გარეშე გაჭრას ხომ არ მიპირებთო. მეთქი ეხლა ზუსტად მაგის კითხვას ვაპირებდი

100 დან 100 მაგას გვეკითხებაო. ამ სიცილ-კისკისში შემოვიდა ბატონი ამირანიც, მის შემოსვლას ელოდნენ, რომ ბოლო წუთს გაეკეთებინათ ნარკოზი. ბავშვამდე სანამ მივიდოდა წამალი მანამდე რომ ამოეყვანათ. ამირანის დანახვა და ჩემი გათიშვა ერთი იყო. მერე იყოს ნისლი, ვიღაცეების ხმები და ამ ნისლში ამოტივდივდა ჩემი ქმარი

, შემოიჭრა მხიაურლი ხმები და ისე კარგად ვიგრძენი თავი... ვეკითხებოდი ჩემი პატარა როგორ იყო. დამამშვიდეს კარგად არისო და ძაან მაგარი ტიპიაო

მერე დავიწყე ტირილი ჩემ უფროს გოგოს კარგად მიმიხედეთ, არ დაიჩაგროს ბავშვი უჩემოდ თქო

შემომითრიეს ჩემი კნუტი, ჯერ ბოლომდე არ ვიყავი გამოღვიძებული და ფოკუსს ძლივს ვასწორებდი, თუმცა უკვე მოვახერხე იმის დანახვა, რომ თავის დაიკოს გავდა. მეორე შვილი ყოფილა ძალიან მაგარი და თან უცნაური გრძნობა. პირველზე ხარ გადამკვდარი, მთელი შენი ფიქრები მასთანაა და უცებ ჩნდება ერთი პაწაწინა ადამიანი, ისიც შენი სისხლი და ხორცი, შენი სხეულის ნაწილი და ისიც ისე ძალიან გიყვარს, ისე, რომ გეშინია ამდენი სიყვარულით შუაზე არ გასკდე

ნარკოზიდან ძალიან ხავერდოვნად გამოვედი, არანაირი ტკივილი არ მიგრძვნია და საერთოდ, რამდენადაც მეშინოდა იმდენად კარგად ჩაიარა ყველაფერმა. ოპერაციის შემდგომი პერიოდიც მშვენიერი მქონდა და კმაყოფილი წამოვედი, რომ საკეისრო გადავწყვიტეთ. ეხლა სახლში ვარ ჩემ გოგოშკებთან ერთად, ხან ერთი ბურღავს ტვინს, ხან მეორე , ხანაც ორივე ერთად და ვართ ასე მხიარულად
ჯანმრთელობის სახლით რომ ძალიან კმაყოფილი ვარ უკვე დავწერე სამშობიაროებში. ყველას წარმატებს მშობიარობას გისურვებთ, ფიზიოლოგიურს და საკეისროს არ აქვს მნიშვენლობა. ჩემ შემთხვევაში საკეისრო უფრო ადვილი და უპრობლემო აღმოჩნდა. ასე რომ, ვისაც საკეისროს ჩვენება გაქვთ, ნურაფრის გეშინიათ