სანამ სძინავს ჩემს პატარას დავწერ, მოკლედ 12-ში ბევრი ვიარე. ლილოს ბაზრობა მოვიარე ლოგინის გამოსაკრავები მინდოდა, იქ რომ ვერაფერი ავარჩიე მერე ბავშვთა სამყაროში წამოვედი, ვიყიდე რაც მინდოდა, ძალიან კი დავიღალე. საღამოს ტკივილები არ დამწყებია, მაგრამ ბავშვი გააქტიურდა და დაბლა დამიწყო ქაჩვა, ექიმს რომ დავურეკე ღამის 1სთ იყო წავიდე თუ დილამდე მოვიცადო თქო და განმესამებითია და წადიო, (თუმცა იგივე ექიმი მეუბნებოდა 10 წელი შუალედით როგორც პირველს ისე გააჩენო) წავედი. ექიმი არ მყავდა აყვანილი მორიგე ექიმი მაია სუხიაშვილი დამხვდა, გამსინჯა და 3 სმ ხარ გახსნილიო, დამტოვეს. ის ბანალური პროცედურები გავიარე და შემიყვანეს ბლოკში, გამონადენმა მომიმატა გასინჯვის მერე და ტკივილმაც, მთელი ღამე კინოს ვუყურებდით მე და მორიგე ბრიგადა. გაუტკივარებაზე უარი მითხრა მაიამაც, გართულებები შეიძლება მოყვეს და თავი შევიკავოთო,თუმცა აღარ ჩავეძიე რა გართულებები. დილით რომ გამსინჯა ისევ ისე ვიყავი, მერე წყლები დამაღვრევინა და ბურთზე დამსვა , ნელ-ნელა მოიმატა ტკივილებმაც, თან მიხაროდა ეს ტკივილები ვიცოდი მალე ჩავეხუტებოდი ჩემს პატარას, ამასობაში ექიმების მორიგეობა შეიცვალა, შემოვიდა ახალგაზრდა ბიჭი რომელიც როგორც მერე გავიგე გოგა ნიქაბაძე იყო. გოგას რომ ვკითხე გაუტკივარებას გამიკეტებ თუ რამეა მეთქი და კიო, მაგრამ არ დაგჭირდებაო. დამამშვიდა მისმა სიტყვებმა. 12 საათი იყო, რომ უკვე ძლიერი ტკივილები დამეწყო, ერთ-ერთ ექიმს ვკითხე 1 -ზე გავაჩენ მეთქი?- და არა რას ამბობ მაგ დროისთვის სრული გახსნა გქონდეს კარგი იქნებაო, რომ წარმოვიდგინე კიდევ 2 საათი მინიმუმ ასე უნდა მტკენოდა შემეშნდა მეთქი ვეღარ გავუძლებ,მაგრამ სხვა რა გზა მქონდა გავაგრძელე ისევ ღრმა სუნთქვა.
იმ დღეს იმედში, იმდენი მშობიარე შემოიყვანეს ექიმები ბლოკიდან ბლოკში დარბოდნენ, ჩემი ტკივილების ფონზე გვერძე ოთახებიდან რიგ-რიგობით პატარების ტირილი გამოდიოდა და მე ცრემლები მომდიოდა ამ ტირილის გაგონებაზე, ჩემს პატარასთან შესახვედრად სულ ცოტა დრო რომ რჩებოდა. ჭინთვები რომ დამეწყო იმ წუთში მარტო ვიყავი, მოვიკრიბე ძალა და ექიმო მეთქი დავიძახე შემოვარდა გოგა და ,,ყოჩაღ მამიო" -მითხრა( ასეთი მიმართვა აქვს:0 არადა ჩემი ტოლი იქნება). ხოდა ცოტა ხანში კი გავიგე მეც ის ნანატრი ტირილი, გულზე დამაწვინეს ჩემი კაცი და დავუწყე თვალიერება . უბედნიერესი წამებია გოგოებო, ვინც პირველ ბავშვს ელოდებით არ იცით წინ რა სიხარული გელით. ამასობაში ის ექიმი შემოვიდა რომელმაც მითხრა 1 მდე ვერ გააჩენო და რომ დამინახა ბავშვი გულზე მეწვინა გაუკვირდა, 13,03,13 დაბადების დრო 13 საათი გამოგვივიდა

მიუხედავად იმისა რომ ექიმი არ მყავდა აყვანილი, ყურადღება არ მომკლებია, 2 ბრიგადა მეხვია თავს, წარა-მარა მეკითხებოდნენ შენ ვისი ხარო, რომ ვეუბნებოდი არავისი მეთქი და აი ჭკვიანიო

გოგა ექიმის ძალიან კმაყოფილი ვარ, მერე პალატაშიც რამდენჯერმე ჩამოგვაკითხა და მდგომარეობა იკითხა.
3,600 დაიბადა ჩემი კაცი არადა 4 კილოს ვარაუდობდნენ, ასე რომ არ ინერვიულოთ ხოლმე წონაზე