მოკლედ 1ში დილით(ექვსის წუთებინ იყო) წყლების დაღვრამ გამაღვიძა. უკვე აღარ ველოდებოდი რომ დამეწყებოდა თავისით(გულში იმასაც ვფიქრობდი მგონი რა ტყულად ვსვი გინიპრალი თქო

. მამუკა ნემსაძემ 21-ში გაგიკეთებ საკეისროს თუ მანამდე არაფერიო. ხოოდა დამფრთხალმა გავიღვიძე. მე ყველავარიანტში საკეისრო უნდა გამეკეთებინა ბავშვის ჯდომის გამო. თან ჯერ 36 კვირის და ერთი დღის ვიყავი და ხო წარმოგიდგენიათ როგორ დავპანიკდი. ჩანთაში კი მქონდა ჩალაგებული რაღაცეები ზოგი პარკებში მელაგა ხოდა დავივარ გამდის წყალი და თან ჩემ ნახევრადგამოფხიზლებულ კი არა და შოკისგან სრულად გამოფხიზლებულ ქმარს ვკარნახობ ეს ჩადე ის ჩადე. რა წყლის გადავლება რის წყლისგადავლება

ჩავიცვი ხელპირიდავიბანე ცოტამოვწესრიგდი ტაქსი გამოვიძახეთ და წავედით. ნერვიულობისგან მაკანკალებდა. (მარტოები ვცხოვრობთ და ჯერ არ დაურეკო არავის თქო, ვიცოდი დრო გაიწელებოდა და მამუკა რომ აგვიყვანს საოპერაციოდ მერე შეეხმიანე თქო). მივედით ღუდუშაურში (ოოო როგორ არ მინდოდა მანდ მშობიარობა). მამუკა იქ იყო ისედაც (მგონი მანდ ათენ აღამებს). ხელით გამსინჯა(არ იყო კარგი შეგრძნება-თან მშობიარობის ყრუ ტკივილები მქონდა მგონი უკვე ცოტა დაწყებული) კიდე ვღვრიდი წყლებს. მერე ეხო გადამიღეს. ავედით მე და ქმარი ზევით. რაღაც ანალიზები გამიკეთეს. კლექსანი მქონდა გაკეთებული 24 საათი არ იყო გასული და თავი შეიკავეს წელს ქვემოთ გათიშვისგან. ანესთეზიოლოგი რომ გამესაუბრა მითხრა მამუკას დაველაპარაკები და გადავწყვეტთო. სანამ დაიწყებდნენ ცუდად მახსოვს საოპერაციოში ციოდა. ან მე მციოდა ვერ გავიგე. კათეტერს მიდგავდა ვიღაც ქალი და რაღაც იწვალა მე მუცელი მივლიდა ცოტცოტა და ლამის ფეხი გავუქანე ისე მატკინა. მერე სხვამ ჩამიდგა ვერაფერი ვიგრძენი. ამასობაში მამუკაც გამოჩნდა და სრული ანესთეზია უნდა გაგიკეთოთო და კარგი მეთქი. გამიხარდა კიდეც, რადგან იმ მომენტში გავათვიცნობიერე, რომ მე ემოციურად ვერ გავუძლებდი აზრზზე ვყოფილიყავი და ვიღაცას გავეჭერი. ძალიან აჭრილი ვიყავი. 8-ის ნახევარი იყო სულ ბოლოს რომ შევხედე საათს. მერე ანესთეზიოლოგმა ჩალიჩი დაიწყო და გავითიშე ეტყობა. დამესიზმრა თუ მომელანდა მე და ჩემი ქმარი ჯვარს ვიწერდით(არადა ჯვარდაწერილები ვართ

) მერე მახსოვს რომ მაფხიზლებდნენ. გამუდმებით ვკითხულობდი ბავშვი ხომ კარგადაა? თქო და ვიღაცამ გააჩუმეთო

მერე გამახრიგინეს იმ ოთახში სადაც ჩემ ქმარს გულზე ჩვენი თაგუნია ყავდა დატყეპებული და დედამიწის ზურგზე უბედნიერესი კაცი იყო

მიყვარხა თქო ქმარს ვუთხარი და ბავშვი კიდევ ერთხელ მოვიკითხე ხო კარგად არის თქო? (ალბათ მინიმუმ 20ჯერ მაინც ვიკითხე

მერე ჩამახუტეს მარა ნორმალურად ვერ ვგრძნობდი ვერ აღვიქვამდი ამ ყველაფერს. იმას რომ დედა გავხდი

ეხლა ვგრძნობ ნელნელა

(ესე ერთი თვის შემდეგ ) გული მეწურება ამ პატარა კნუტზე რო ვფიქრობ და რაღაც მიჭერს ყელში. პაწუკა დაიბადა ჯანმრთელი 3კგ და 50 სმ ლუკა კაცი

ცუდად არ მახსენდება ღუდუშაურში გატარებული 5 დღე. პალატაში მარტო ვიყავი(4 დღე), სამი ღამე დედა დარჩა ჩემთან. და ამ ფაქტმა ძალიან განაპირობა რომ ცუდი მოგონებები არ მაქვს. თითქოს ექთნებიც ნორმალურები იყვნენ და თბილები. (ისე ხანდახან ვფიქრობ რომ მამუკას პაციენტობა ხომ არ მოქმედებდა?(ჭრიდა?).) მამუკა ყოველდღე მნახულობდა. ჩემი დეპრესიის შემოტევებზე მეხუმრებოდა და დამამშვიდა რამოდენიმეჯერ.
პ.ს: ეს რა უბედურებაა საპირფარეშოები გარეთ რომ აქვთ. მაგან დამტანჯა ერთადერთი. იქ მომსახურე პერსონალს რომ შევეკითხე რატომ არ არემონტებენ მეთქი უფრო უკეთესი რომ იყოს თქო (ჩემი პალატა მშვენიერი იყო) რადგან თვითონ მითხრა იქით არის რამოდენიმე კაციანი პალატები თბილი წყალი არ მოდისო. ასე მიპასუხა რემონტი რო დაიწყონ უნდა გააჩერონ მთლიანად ბლოკი და არ გამოდისო. ხოდა მე ამ მიზეზის დასახელება სისულელე მგონია. ნება არ არის პაციენტები მაინც ყუავთ და ფეხზე კიდიათ ალბათ.
პ.ს: გრამატიკული შეცდომები მაპატიეთ. შინაარსს გაიგებთ . ტექსტის ჩასწორების თავი არ მაქვს
This post has been edited by CAMPOLINA on 30 Mar 2013, 14:32