როცა გავიგე, ორსულად ვიყავი, ამ ანყოფილებას შემოვეჩვიე.
მერე ვკითხულობდი მშობირობის მოგონებებს და ცრემლებად ვღვარღვარებდი, მეგონა, ვერასდროს გადავიტანდი მშობიარობის ემოციებს, ტკივილს და საერთოდ ამ ამბავს მთლიანად.
ამიტომ პირველი 2 თვე ვამბობდი, რომ აუცილებლად საკეისროს გავიკეთებდი
თუმცა, დანარჩენი 7 თვე მშობიარობისთვის ვემზადებოდი, საკეისროს არ განვიხილავი და იმ უამრავი ლიტერატურის კითხვისა და ჩაილდბირზ ქლასებზე ონლაინ "სიარულისას" საკეისროს "ქვეთავს" ვახტებოდი, არც ვუსმენდი, არც მის შესახებ ვკითხულობდი - შესაბამისად ამისთვის ფსიქოლოგიურად არ მოვმზადებულვარ.
ბოლო თვეში, 38-ე კვირაზე, როდესაც ჩემს მეანთან მქონდა კონსულტაცია (ამირან ქორიძე), მითხრა,რომ მუცელი უფრო დიდია და ნაყოფიც დიდი იქნება, ვიდრე ამას ექოსკოპია ამბობსო.
ამიტომ დასაშვებ ვარიანტად მაინც განიხილა საკეისრო, მაგრამ ეს რამდენად იქნებოდა საჭირო, ამას უშუალოდ მშობიარობის დადგომისას გადაწყვეტნენ. პროცენტულად ამის შანსი ძალიან მცირე იყო, საბოლოოდ მაინც მშობიარედ განვიხილებოდი.
მოაწია მეორმოცე კვირამ და მე არანაირ წინა სამშობიარო სიმპტომს არ ვგრძნობდი, დავიწყე დამაჩქარებელი ბუნებრივი თუ "ხალხური" საშუალებების გამოყენება (ცხელი შოკოლადები და სხვა მსგავსი ამბები)
სავარაუდო თარიღად თავიდანვე 4 აპრილი მოიაზრებოდა.
3ში ღამით დამეწყო პრემენსტრუაციული მოვლითი ტკივილები, ძალიან დიდი ინტერვალებით, ამიტომ მეგონა, 4-საც გადასცილდებოდა ეს ამბავი და 5-საც ..
3ში ღამით ბანაობისას საცობი ჩამოიშალა (ძალიან უცნაური რამ კი იყო ეს საცობი

), ვიდექი წყლის ქვეშ და გახარებული ვიცინოდი - იწყება, იწყება

-ვფიქრობდი.
4-ში ღამით ტკივილები გამიმძაფრდა, დავიწყე ინტერვალების დანიშვნა, ასევე ტკივილის ხანგრძლივობის დანიშვნა.
უკვე 6 საათისთვის ათ წუთში ერთხელ იყო, 40-დან 60 წამამდე -ანუ ზუსტად ისე იყო, როგორც უნდა ყოფილიყო წინასამშობიარო ტკივილები - ეს არ იყო ბრექსტონ ჰიკები და ცრუ განგაშები ..
უცნაური იყო ის, რომ ყოველი მოვლითი ტკივილი მიხაროდა და ეს სიხარული უფრო მინელებდა ტკივილს.
8-ზე ავდექი მშვიდად, ჩანთა თითქმის ჩალაგებული კიდევ ერთხელ "გამოვკარი", გადავხედე სიას, მოვიმზადე საუზმე, და რადგან მშობიარობა შეიძლება საღამომდე არც ყოფილიყო და მანამდე წაკითხიული მქონდა, მსუბუქად მაინც უნდა ჭამოთ, ძალებია საჭირო ჭინთვებისას და რამე სნექსებიც კი წაიღეთ სამშობიაროში იქაც სასუსნავადო, ჰერკულესის ფაფა ვჭამე მსუბუქად და ჩაი დავაყოლე.
ოჯახის დანარჩენ წევრებს საუზმისას ვუთხარი (ქმარმა იცოდა, რა თქმა უნდა). თან მტკიოდა, თან დავდიოდი, ვემზადებოდი და საოცრად მშვიდი და გახარებული ვიყავი - ოჯახი გიჟად აღმიქვამდა : D ამ ტკივილის ფონზე ასე როგორ ხარო
მშობიარობა თავიდანვე ჯანმრთელობის სახლში მქონდა გადაწყვეტილი.
მივედი დილის 11-ის წუთებზე. ვუთხარი, რომ მშობიარობა მეწყებოდა, მაშინვე გამსინჯეს, 2 სმ-ზე იყო უკვე გახსნა. დადასტურდა, რომ უნდა დავეტოვებინე, მე მინდოდა ბარემ გაიტკივარება გაეკეთებეინათ..
გამომკითხეს სიმპტომების შესახებ, ისე დაწვრილებით ვყვებოდი საცობის, ინტერვალების და სხვა ამბებს ამდენ ინფორმაციადაგროვილი, რამდენმა ექიმმაც გამსინჯა, ყველა სათითაოდ მეკითხებოდა - პროფესიით ექიმი ვიყავი თუ არა.
თან უკვირდათ, რატომ ხარ ასეთ კარგ ხასიათზე, ასე გინდა მშობიარობაო? ასეთი მშობიარე ბოლოს როდის ვნახეთ, ყველა წუხს და წუწუნებს, რა მხიარულად ხარო..
ამასობაში დადგა საკითხი ისევ კოდური სახელით - "დიდი მუცელი გაქვს"
წავიდა ბოლო ექოების განხილვა, მერე სანტიმეტრით მუცლის გარშემოწერილობის გაზომვა, მენჯის გაზომვა, გამოთვლა და ამბები. ამიყვანეს მესამე სართულზე, გამსინჯეს ხელმეორედ..
გამოთვლის მიხედვით ბავშვი უნდა ყოფილიყო მინიმუმ 3,900 , მაქსიმუმ 4,200. ამ ზომებისთვის ჩემი მენჯი არ იყო საკმარისი, გარისკვად არ ღირდა, ამიტომ გავხდი "სასწრაფოდ საკეისრო"..
რადგან ნასაუზმები ვიყავი, კუჭი ამომარეცხინეს, ლიტრამდე სოდიანი წყლით

ვერც გავიაზრე, რა ხდებოდა, ისე სასწრაფოდ გამხადეს, ჩამაცვეს ერთჯერადი პერანგი, დამაწვინეს პალატაში, ექთნები დარბოდნენ, ერთი კათეტერს მიდგამდა ცალ ხელში და ფიზიოლოგიური ხსნარს მიკეთებდა, მეორე ხელზე ალერგოლოგი სინჯებს მიღებდა, წინ მედდა მედგა და ფურცლებს ავსებდა საჭირო ინფორმაციით - რა ოპერაციები გადაგიტანია, ინფექციური დაავადებები, ალერგიული რაზე ვარ და მსგავსი რუტინული კითხვები..
თან ტკივილები მივლიდა და თან უგუნებობა მიმძაფრდებოდა, ვიაზრებდი რა ხდებოდა ჩემს თავს - ვერ ვიმშობიარებდი :/
ამ ყველა ფაქტორთან ერთად ისიც "ცუდი" დამთხვევა აღმოჩნდა, რომ ქორიძე ამ დროს მივლინებაში იყო ერთი კვირით და საკეისროს ის ვერ გააკეთებდა.. ესეც განვიცადე, რა თქმა უნდა, მერჩივნა, ის ყოფილოიყო ოპერაციაზე.
თან შიში და ემოციური ფონი მძაფრდებოდა - შემიყვანეს საოპერაციო ბლოკში.
სპინალური გაუტივარება მეგონა, უფრო მტკივნეული იქნებოდა. აი,დადგა ის დრო, როცა უნდა იჯდე და არ უნდა გაინძრე, რაზეც მანამდე ასე ბევრს ვფიქრობდი, ნეტა, როგორი იქნებამეთქი (ეპიდურალურს რომ ვაპირებდი).
ნემსის შეჭობა ოდნავ ვიგრძენი, მერე- სითბო კუნთებში, ფეხების მოწყვეტა, მაგიდაზე წოლა, ფარდის ჩამოფარება, ბუნდოვნად შენს წინ მდგარი 2 ქირურგის მოძრაობები და მუდმივი ჟანჯღარის და ქანაობის შეგრძნება.
მაკანკალებდა ოპერაციისას, თავს ვერ ვიმორჩილებდი, როგორც მითხრეს, წნევა წესრიგში იყო, უბრალოდ ემოციური ფონი და ნერვები იწვევდა ამას.
გვერდით საათი ეკიდა, გამუდმებით ვუყურებდი, როდის ამოიყვანდნენ ბავშვს.
ოპერაცია 10 წუთის დაწყებული იყო, რომ უცებ ტირილი გავიგე - არ მოველოდი ასე მალე და გამიკვირდა, მერე ქირურგმა თქვა, ნახეთ, როგორი გოგოა, რამხელა თმა აქვსო და ზემოთ ავიხედე, იქ ვეძებდი, მაგრამ გვერდიდან დამანახეს 2 წამით და ეგრევე წაიყვანეს დასამუშავებლად.
ვიგრძენი ,რომ ცრემლები თავისით მომდიოდა და ემოციური აფეთქება მქონდა.
მერე იყო ნახევარსაათიანი გაკერვა.
ბავშვი რომ აწინეს აღმოჩნდა 3.600, ანუ ცდომილება დიდი იყო, მაგრამ ამაზე აღარ ვფიქრობ, სწორად მოიქცნენ რომ რისკის ქვეშ არ დააყენეს ბავშვის და ჩემი ჯანმრთელობა : )
პალატაში რომ გადამიყვანეს, ძალიან მციოდა და მაკანკალებდა, 4 საათის განმავლობაში.
გამიკეთეს გამაყუჩებელი, პერიოდულად საშვილოსნოს ამასაჟებდნენ.
კანკალმა რომ გამიარა, მომიყვანეს პირველად ჩემი გოგო და პირველად მოწოვა რძე - მაშინ უფრო გავაცნობიერე ეს დედობრივი გრძნობები, ვიდრე საკეისროს მომენტში.. ვაკვრიდებოდი და ძლივს, ძლივს ვიჯერებდი- რა ხდებოდა ჩემს თავს

ფეხებზე მგრძნობელობა საღამოს დაბრუნდა, ოდნავ მოხრა და მოძრაობა უკვე ღამით გახდა შესაძლებელი.
პირველი 24 საათი ძალიან მძიმე იყო - შარდის კათეტერი, საფენების ცვლა ექთნებისგან და უმწეოდ წოლა ძალიან აუტანელი რამაა.
ოდნავ წამოწევაც კი დიდი ძალისხმევად მიჯდებოდა, არათუ პოზის შეცვლა წოლისას.
როგორც იქნა გათენდა და მოვიდა რეაბილიტოლოგი.
რადგან საკეისროს არ ვაპირებდი, არც მომზადებული ვყოფილვარ- მაღალწელიანი ტრუსები არ მქონდა მიტანილი, არც ელასტიური ბინტები. დამახვიეს თავიანთი ბინტები და პირველად წამოვდექი ფეხზე.
არ ვიცი სხვები როგორ არიან და რატომ ვიღებდი სულ შექებებს ექიმების, ექთნებისა,თუ მედდების მხირდან, მაგრამ სამშობიაროში ყველა "ყოჩაღ გოგოს" დამძახოდა - უბრალოდ , იმდენად დიდი იყო სურვილი მალე ავმდგარიყავი და ჩვეულ რიტს დავბრუნებოდი, ტკივილის მიუხედავად მუცელზეც ვწვებოდი ხშირად, ბევრს დავდიოდი და არც ვწუწუნებდი.
ნაკერების ტკივილი რომ მაწუხებდა, გამაყუჩებელს მიკეთებდნენ მაშინვე. მერე გავიგე, რომ ერთჯერადად მიღება დღეში არ გადადის რძეში, მაგრამ რამდენჯერმე გაკეთება არ არის სასრუველიო, ამიტომ მოთმენა მიწევდა, რომ ბავშვზე არ ემოქმედა და მხოლოდ ძილის წინ ვაკეთებინებდი.
ბავშვი ღამით გაჰყავდათ 11ზე და დილის 6ზე შემოჰყავდათ. დღისითად გაიყვანდნენ, უბრალოდ მე ჩემთან მინდოდა და სულ პალატაში მყავდა, მხოლოდ გამოსაცვლელად და საჭმელად (დამატება სჭირდებოდა) ან მიმყავდა, ან თავად გაჰყავდათ.
ყოველდღე უკეთესად ვგრძნობდი თავს ტკივილების და მოძრაობის მხრივ. რძე ნელ-ნელა მოვიდა. ერთი სული მქონდა შინ როდის დავბრუნდებოდი.
საბოლოო ჯამში კმაყოფილი ვარ ყველაფრით, მიხარია, რომ რა მოლოდინიც მქონდა ჯანსახლის მიმართ, არ გამცრუებია.
ექიმები, მედდები, ექთნები კარგად ასრულებდნენ თავიანთ საქმეს, მუდამ ვგრძნობდი ყურადღებას, დღისით, თუ ღამით (თან პულტია პალატაში და როცა გინდა დააჭერ- იქ ჩნდებიან), არასდროს არავისგან მიგრძვნია ან ცუდი განწყობა, ან ცუდი მომსახურება, ან უკმაყოფილო სახე, ან რაიმე მსგავსი.
ბავშვს კარგად უვლიდნენ ძალიან.
საკვები (ოთხჯერადი) გემრიელი იყო.
მეხუთე დღეს გამომწერეს.
დღემდე ვერ ვურიგდები ფაქტს, რომ საკეისრო დამჭირდა და ვერ ვიმშობიარე.
ფსიქოლოგიურადაც მოუმზადებელი ვიყავი საკეისროსთვის და თან ძალიან მინდოდა და ველოდებოდი მთლიანად ამ პროცესს. მხოლოდ ის მანუგეშებს, რომ მშობიარობა თავისით დაიწყო, ბავშვი მზად იყო და მომწიფებული გამოსასვლელად და ის, რომ ცოტა ტკივილები მაინც ვიგრძენი..

ახლა ცოტა Baby blues ვგრძნობ და იმედია, ეს მალე გაივლის.
დღეს ნაკერები მომხსნეს და თავს უკეთ ვგრძნობს.
ყველას მშვიდობიან მშობიარობას გისურვებთ

თუ რამე დაგაინტერესებთ უფრო დეტალურად ჯანსახლზე, მკითხეთ და გიპასუხებთ.
This post has been edited by mainc on 10 Apr 2013, 17:49