პირველ დღეს ვერ გამოიცვლი, ფიზიკურად ვერ შეძლებ
იცი როგორაა, წევხარ, გიფენია მწოლიარეს ზეწარი, არ გაცვია საცვალი, გიკეთია შარდის კათეტერი და საფენს არ გახმარენ- სტერილური ნაჭრები აქვთ, ის გაქვს საფენივით გაკეთებული. მოდიან ექთანი და სანიტარი და გიცვლიან. შენ ამ დროს ტაკო თუ აწიე, რომ ის ზეწარი გამოგიცვალონ - მაგარი გოგო ხარ, თუმცა, სანამ ფეხებ მყარად არ იგრძნობ ( და ეს ღამით იქნება), ეგეც ჭირს.
makavel1მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მინდოდა მშობიარობა, ესეც არ მაძლევს იმის ბიძგს, ვიფიქრო , რომ შეცდომა იყო მათი მხრიდან ჩემი გაჭრა.
ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. ბავშვი რომ მართლა დიდი ყოფილიყო, მენჯი ვერ გამოატარებდა და თავის გაჭედვას და ტრავმას, ასე ჯობდა.
მართლა დიდი იყო მუცელი მოცულობით. მენჯისა და მუცლის ზომების მიხედვით საკეისრო მართლა საჭირო და აუცილებელი იყო : )
garfield1კიდევ მადლობა
თუ დაგეგმილია, რა თქმა უნდა, ის მიიღებს ოპერაციას. უბრალოდ, ჩემი დაუგეგმავი იყო..
ოპერაცია ზურა მურღულიამ გამიკეთა და სიმპათიით ვარ განწყობილი მის მიმართ. სახასიათო კაცია, სულ ღიღინებდა და მამხნევებდა ოპერაიციაზე. მერეც ყოველდღე მოდიოდა და მკითხულობდა : )
1665 ლ. დამიჯდა მე.
ბავშვის მოვლას ვახერხებ კი, მეორე დღეს სამშობიაროში მიჭირდა ამოყვან, ჩაწვენა და როცა ძუძუზე მოჰყავდათ, მედდა მეხმარებოდა ამ ამბებში. მესამე დღიდან ვიყვანდი მე ჩემით და შინ თავისთავად , არ მიჭირს. ნაკერები ცოტას კი იწიწკნება, როცა მიჭირავს, მარა ეს ბუნებრივია.
ისე, მგონი, ეს ინდივიდუალურია, ზოგს უფრო მეტად სტკივა მერე ნაოპერაციები, ნელა გადის რეაბილიტაციას და მოვლაც უჭირს და წოლაც, ჯდომაც და ა.შ.
მარიამიმაღალწელიანი საცვლები თავად შეგიძლია აარჩიო, სადაც საცვლებია, უბრალოდ, სათავე დაახლოებით ჭიპთან რომ ამოდიოდეს, ისეთი უნდა იყიდო. ჭრილობისგან ზემოტ რომ იყოს და არ ეხახუნებოდეს ზედა კიდე.
მე ერთჯერადები მოვატანინე მერე და ძალიან კმაყოფილი ვარ.
ფარმაგიდში არის ბეიბი კამპოლ-ის (თუ სწორად მახსოვს სახელი) და მას აქვს, 5 ცალია ერთ შეფუთვაში.
ელასტიური ბინტებია საჭირო, ან სპეციალური ჩულქები, ვენების დაცვისთვის, თრომბი რომ არ განვითარდეს ოპერაციის შემდეგ. ისე არ აგაყენებენ მეორე დღეს.
მე მერე ჩულქები ვიყიდე (თუ დაგაინტერესეთ, სადაცაა იაფად, მოგწერთ), უფრო მარტივია მოსახმარად, ამოიცვამ და ვსე, ამას გირჩევთ.
იქ კი ბინტი დამახვიეს თავიანთი აყენებისას და ძაან საწვალებელია იმის შემოხვევები..
კი,პალატები ერთადგილიანია ყველა. მნახველს აძლევენ ბარათს, საშვივით არის, საშვს აწერია - 2 მნახველი. ვინც გინდა, ის იქნება ის ორი ადამიანი , გინდა ქმარი და დედა და გინდა მეგობრები : ))
ისე, ოპერაციის შემდეგ ცოტა ხნიტ პაციენტის და ბავშვის სანახავად 3 ადამიანი აჰყავთ - ქმარი, დედა და დედამთილი. ნუ,შეიძლება ალბათ ჩანაცვლება, მარა სტანდარტულად ასეა.
ninia84gachumdiiგმადლობთ
nobeმადლობა
SPCარ ვიცი , აუცილებელია თუ არა, უბრალოდ მე მათი პაციენტი რომ ვიყავი და ისტორიაც იქ იყო, ამოიტანეს და ეცნობოდნენ ანალიზებს და ყველაფერს : )
stasiaმადლობა
სპინალური მქონდა გაკეთებული და საღ გონზე ხარ, უბრალოდ წელს ქვემოთ ვერ გრძნობ ვერაფერს.