თუ მოვასწარი, მეც დავწერ, სანამ სძინავს ვაჟბატონს

23 მარტს მქონდა მშობიარობის სავარაუდო თარიღი, თუმცა ბავშვის დიდი წონის გამო, მანამდეც ვარაუდობდნენ დაწყებას და ასე ველოდებოდი თითქმის ერთი თვე, მაგრამ 21-ში მითხრა გაგუამ, რომ თუ 29-ში დილამდე არ ამტკივდებოდა, უნდა მივსულიყავი და დამაჩქარებელს გამიკეთებდნენ, რეზუსუარყოფითიანი ვარ და ბავშვის დიდხანს დატოვება აღარ შეიძლებოდა. 28-ში დილით წავედი თბილისი მოლში, თუ რამე მქონდა საყიდელი, ყველაფერი ვიყიდე კარფურში, მარაგი ოჯახისთვის

იმდენი ვიარე, იმდენი, რომ უკვე ვხვდებოდი, წელი მტკიოდა ოდნავ, მოკლედ ღამე დავიწყე მომზადება, ჩანთას გადავხედე, თმა მქონდა გასასწორებელი და ვიფიქრე, დილით ავდგები და წასვლამდე გავისწორებ მეთქი

დავწექი და 3 საათზე გამაღვიძა ოდნავ ტკივილმა, მენსტრუაციის დროს როგორი ტკივილიც მქონდა, ზუსტად ისეთი, ავდექი ჩუმად, საცობი ჩამოშლილი მქონდა და ოდნავ ვღვრიდი წყლებს, გავემზადე, ჯერ თმის გასწორება დავიწყე და მერე გავაღვიძე ქმარი, ტკივილები მქონდა 5 წუთში ერთხელ, მაგრამ დაახლოებით 15 წამიანი... გზაში ვნატრობდი, ნეტავ 2 თითზე მაინც ვიყო გახსნილი მეთქი, იმდენად ოდნავ მტკიოდა, იმასაც ვფიქრობდი, უკან არ გამომაბრუნონ მეთქი, მაგრამ წყალს რომ ვღვრიდი, ეგ მაიმედებდა

მივედი 5-ის ნახევარზე, მიმღებში შემიყვანეს, საკმაოდ მშვიდად ვიყავი, მაგრამ ხელით გასინჯვის მეშინოდა, გამოვიდა მორიგე ექიმი, და მეტაკა ეგრევე, მე, როგორც ცნობილმა პანიკიორმა, შევყარე ქვეყანა და ვერ გაიგო იმ ქალმა, რამდენ თითზე ვიყავი გახსნილი, გაბრაზდა, მე ამას ვერ ველოლიავები, გადაიყვანეთ ბლოკში, დაელოდოს გაგუასო...
გადამიყვანეს ბლოკში, ტკივილები მემატებოდა, მაგრამ არც ისე, რომ მეყვირა და იქ გოგოები ისე ღრიალებდნენ, ვიფიქრე, ალბათ მე ჯერ 1 თითზე თუ ვიქნები მეთქი, მერე კუჭში გასვლა მომინდა, არადა სახლში მქონდა მოქმედება და აღარ გამიკეთეს იქ ოყნა, გავედი დერეფანში და ოყნა გამიკეთეთ, კუჭში გასვლა მინდა მეთქი და მოიცა ჯერ გაგსინჯოთო და სხვა გოგომ გამსინჯა, საკმაოდ უმტკივნეულოდ და 4 თითზე ხარ გახსნილი, ეხლა რაღა დროს ოყნააო, გაუტკივარება თუ გინდა მალევე უნდა გაიკეთო, თორემ დაგეწყება მალე ჭინთვები და აღარ გაგიკეთებენო.
აღარ ვიცოდი, რა მექნა, იმ ტკივილებს თავისუფლად ვუძლებდი, მაგრამ მერე ვიფიქრე, ჩაჭრა რომ დამჭირდეს, ნაკერების დადებისას მაინც მომეხმარება მეთქი და გავიკეთე. ძალიან მეშინოდა, მაგრამ არაფერი გამიგია, დაიწყო გაყუჩება, მაგრამ მარჯვენა მხარეს ვგრძნობდი ისევ ტკივილებს და დავამატებინე 3-ჯერ, მაგრამ უშედეგოდ

მარჯვენა მხარე არ გამიყუჩდა...
ამ გაუტკივარებამ გაწელა ჭინთვების დაწყება, შემოდიოდნენ 5 წუთში ერთხელ და მსინჯავდნენ ვისაც არ ზარებოდა, კიდვ კარგი, ვეღარ ვგრძნობდი

და გულისცემას უსმენდნენ. გაგუა არ ჩანდა, რომ ვკითხულობდი, მოდის, მოდისო, მპასუხობდნენ, 5-ის ნახევარზე დაურეკეს და 8 საათზე მოვიდა, მერე დაიწყო ჭინთვები, და აი ეს იყო მართლა ტკივილი, ხმას ვერ ვიღებდი, მარტო ვღმუოდი

მაგრამ ჯერ არ გაიჭინთო, წამლის მოქმედებამ უნდა გაიაროს ბოლომდე, რომ მოგვეხმაროო, ამიტომ ვითმენდი ამ ტკივილებს, თან დამაჩქარებელი გამიკეთეს 2 ჯერ. მოკლედ როცა დამრთეს ნება ჭინთვების, 5-6ჯერ გავიჭინთე, სულ "ყოჩაღი გოგო ხარ"- მეძახეს, მერე შემოვიდა გაგუა, მუცელზე დამაწვა და გამოაძვრინეს ჩემი ბიჭი, ყველამ ერთდროულად - "რამსიგრძე კაციაო", გაამშრალეს ოდნავ და დამაწვინეს გულზე სველი, თბილი არსება, მარტო "ვაიმე, ვაიმეს" ვიძახდი, მომყოლის გამოსვლის მერე მართლა ამოვისუნთქე, თითქოს არაფერი არ მტკიოდა, იმ წუთას გაიარა ყველა ტკივილმა. ვერ ვხედავდი კარგად, მარტო შავი ღინღლა თმები უჩანდა, არც უტირია ბევრი, მაგრამ როგორც მუცელში იყო ძალიან მოუსვენარი, იქაც დაიწყო ფართხალი. დაიბადა ზუსტად 10 საათზე...
აღმოჩნდა, რომ ჩავიხიე ოდნავ, მაგრამ ეს შენი ბრალი არ არისო, თეთრად შლა გექნებოდა ორსულობისასო და კი მქონდა, ხოდა ძალიან დარბილებულია ქსოვილები და მაგიტომ ჩაიხიეო, დაიწყეს ნაკერის დადება და გამაყუჩებელი დამიმატეთ მეთქი, დამიმატეს, მაგრამ მაინც ვიგრძენი, ეს უფრო საშინელება იყო, ვიდრე მშობიარობა, კიდევ კარგი, მხოლოდ ერთი ნაკერი დამჭირდა და მალე მორჩნენ. თან გულზე რომ მეწვა ჩემი ბიჭი, ვცდილობდი, არ გავტოკებულიყავი და არ მეყვირა ძალიან. 2 საათი ვიწექით მე და ჩემი კაცუნა ბლოკში, ძუძუ ჩამადებინეს და ეძგერა დამშეული, დღემდე ასე ღორმუცელასავით ჭამს... შემდეგ გაიყვანეს, აწონეს. 3.900 კგ და 53 სმ აღმოჩნდა.
გადამიყვანეს პალატაში საწოლით, გამატარეს კარებთან, სადაც ჩემები იყვნენ, აჩვენეს ბავშვი, მე საკმაოდ დაღლილი ვიყავი და აღარ მქონდა არაფრის თავი...
ავიღე 2 კაციანი პალატა, შემიყვანეს საწოლით და გადამაწვინეს ფრთხილად, 2 საათის შემდეგ მომეხმარნენ ადგომაში, მოწესრიგებაში (დაბანა, გამოცვლა) შენით არ ადგეო, გამაფრთხილეს. შემდეგ უკვე მალევე ავდექი, გავიარე დერეფანშიც, ვაჩვენე ბავშვი მამიკოს.
გაგუას კლინიკის მომსახურებით საკმაოდ კმაყოფილი ვარ, ყურადღებიანი, თბილი და ხალისიანი პერსონალი იყო. რაც შეეხება თვითღნ გაგუას - დიდად არაფერი გაუკეთებია განსაკუთრებული, მე უფრო სხვა წარმოდგენა მქონდა აყვანილ ექიმზე. როგორც დავწერე, მივედი სამშობიაროში 5-ის ნახევარზე დილით და თვითონ 8 საათამდე არ მოსულა, მშობიარობის დროსაც, ბოლო 2 წუთს დაესწრო, არც ნაკერების დადებისას ყოფილა იქ და შემდგომ პერიოდშიც განსაკუთრებულს ვერაფერს ვგრძნობდი, როგორც ყველა პალატაში, ისევე ჩემთან მოდიოდა შემოვლის დროს, :როგორ ხართ?" "კარგად" და მორჩა.
ამიტომ ექიმის აყვანა, ისევე როგორც გაუტკივარების გაკეთბა,გამოუცდელობის გამო გადავწყვიტე. გაუტკივარებამ ერთადერთი 3 საათით გაწელა დრო.
თუ რამე კონკრეტულად დაგაინტერესებთ, მკითხეთ და როცა მეცლება გიპასუხებთ

ყველას გისურვებთ ჩემზე ადვილს თუ არა, ჩემნაირ ორსულობა-მშობიარობას....
ბავშვიც ჯერჯერობით ანგელოზივით არის, მაგის ტირილი არავის გაუგია, ცოტას თუ წაიჭუჭყუნებს, ეგეც კი არ მსიამოვნებს უკვე. იმედია, ასეთი დარჩება ბოლომდე
This post has been edited by drozera on 11 Apr 2013, 20:44