მეც დავწერ თუ მოვასწარი

5 ში ვიყავი დაბარებული მაგრამ რომ მივედი გამომაბრუნეს უკან ხვალ მოდი გაგსინჯავო, არადა ბარგით ვიყავი უკვე მისული

მივედი მეორე დღეს და ხელით გამსინჯეს, (საკმაოდ უსიამოვნო იყო) თითნახევარზე ვიყავი, სხვა არანაირი სიმპტომი არ მქონდა..
ისევ გამომიშვეს სახლში იმ იმედით რომ საღამოს აგტკივდებაო, მეც წამოვედი და ველოდებოდი საღამოს..
საცობიც ჩამომეშალა და ნელნელა მტკივდებოდა... ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა ერთი სული მქონდა როდის ვნახავდი მას

ნელნელა მემატებოდა ტკივილი მაგრამ გასაძლებად, მეგონა ასე იქნებოდა ბოლომდე... ჰოდა მოვიდა საღამოს 11 საათი და გავეშურეთ შარაშიძეში

ისევ ხელით გამსინჯეს და ისევ თითნახევარზე ვიყავი, შემეშინდა ისევ უკან არ გამაბრუნონთქო.. მაგრამ აღარ გამომიშვეს, ექიმმა თქვა ღამე გააჩენ ესე 5-6 ისკენო და გადამიყვანეს ბლოკში... დედაჩემი იყო ჩემთან ერთად და ჩემი ქმარი ცვლიდა ხოლმე... მალევე მომემატა ტკივილები და სულ მალე მივხვდი რა იყო ''ის'' ტკივილი... გაუტკივარებას არ ვაპირებდი, საათნახევარი ვითმინე ტკივილები და რო წარმოვიდგინე შეიძლებოდა 6 მდე არ გამეჩინა და ასე მტკიებოდა მოვკვდებოდი და მოვითხოვე გაეკეთებინათ, დედაჩემი გავარდა, უკვე ვეღარ იტანდა ჩემს ტკივილებს და მოიყვანა ექიმი, ჯერ გაგსინჯავო და თუ დაგვიანებული არაა გაგიკეთებთო... გამსინჯა, წყალი დამაღვრევინა.. ამ დროს უკვე გაუსაძლისად მტკიოდა, მოვიდა ანესთეზიოლოგი და დაიცყეს მომზადება.. საკმაოდ უხეში ქალი იყო მაგრამ არაფრის თავი არ მქონდა ლიჯბი გაეკეთებინათ დროზე...
გამიკეთეს და თითქოს სამოთხეში მოვხვდი.. კიდევ კარგი გავიკეთე და მადლობა ღმერთს რომ ასეთი რამე არსებობს...
დამაწვინეს და სითბო ვიგრძენი მთელ სხეულში თუმცა კანკალმა ამიტანა ისეთმა რომ ვერ ვჩერდებოდი, ესე იცისო მითხრეს... დედაჩემიც დაწყნარდა რომ აღარ მტკიოდა და ჩემი ქმარიც...
სულ მალე ვიგრძენი რომ ჭინთვები მეწყებოდა მაგრამ ვითმენდი... მერე მოვიდა ბებია ქალი და გამსინჯა, უკვე სრული გახსნა მქონდა, და დამაწყებინა გაჭინთვა, ძალიან კარგი ქალი იყო და ძალიან დამეხმარა, მეც ვუჯერებდი ყველაფერს. ბავშვის გულის ცემასაც ყოველ 5 წუთში ამოწმებდნენ...
დედაჩემი არ აპირებდა დასწრებას და ისეაში მინდოდა ქმარი დამსწრებოდა მაგრამ გადავიფიქრე და დედას ვთხოვე დარჩენილიყო, ძალიან დიდი რამ ყოფილა როცა გვერდში დედა გყავს

დედაჩემიც აზარტში შევიდა დაბოლომდე გმიულად გაუძლო

მერე სამშობიარო მაგიდაზე ამიყვანეს და რამდენიმე გაჭინთვაში უკვე ვიგრძენი რომ მალე გავიგებდი სანატრელ ხმას

და ასეც მოხდა მივხვდი რომ გამოვიდა და დედამ დაიწყო ტირილი მეც ავყევი და დაგვემატა მესამეც.. ის საოცნებო და სანატრელი ხმა

უცებ გაწმინდეს და დამაწვინეს მკერდზე... ნუ აი ეს იყო ყველაფერი.. ეს იყო ყველა ტკივილის დამავიწყებელი მომენტი, ახლიდან იბადები და უკვე გრძნობ რომ დედა ხარ ამ პატარა უსუსური არსების
მერე ამოვიდა ჩემი ქმარი და 2 საათი ერთად ვიყავით.. მე ვერ ვხედავდი ბავშვის სახეს და მამიკო უღებდა სურათებს რომ ენახებინა...
ჩემი ბიჭი დაიბადა 3.400 და 50 სმ, ნაკერები არ დამჭირვებია...