xatia333შენ ეგ არ იდარდო

ჩემს დაქალს ეყოლა 7 თვიანი 3კგიანი ბავშვი, მთელი სამსახური იმას ლაპარაკობდა ფეხმძიმედ იყო და იმიტომ გაყვაო, იქამდე ვერ დაიჯერეს სანამ მეორეც 7 თვიანი არ ეყოლა

ეს წაიკითხე
კვირა 1
რა თქმა უნდა ეს ჯერ კიდეევ არ არის ორსულობა, რადგან თქვენ ჯერ ისევ მორიგი მენსტრუალური სისხლდენა გაქვთ, მაგრამ გინდათ თუ არა თქვენი ორგანიზმი დედობისათვის ემზადება.ძირითადად ოვულაცია მენსტრუაციის დაწყებიდან 14 დღეში ხდება. ამ დროს უნდა გაამდიდროთ თქვენი ორგანიზმი ჯანმრთელი პროდუქტებით, უნდა მიიღოთ დამატებით ფოლიუმის მჟავა, თავი დაანებოთ მოწევას, ალკოჰოლის მიღებას. ასევე არ უნდა მიიღოთ ორსულობისათვის საშიში მედიკამენტები, გაიაროთ მუდმივი კონსულტაციები თქვენს ექიმთან. ეს ყველაფერი იმისთვისაა, რომ თქვენს ბავშვს მოუმზადოთ ჯანსაღი საწყისი განვითარებისათვის.
ათასობით კვერცხუჯრედიდან გამოიკვეთა ლიდერი. ეს ყველაზე ხშირად ერთადერთი კვერცხუჯრედია, რომელიც მოთავსებულია სპეციფიური სითხით სავსე ბუშტუკაში.
ნაყოფის სქესი ფორმირდება განაყოფიერებისთანავე და თუ თქვენ ბავშვის სქესი არ მოგეწონათ, დააბრალეთ მამას, ვინაიდან სქესსზე პასუხს აგებს სწორედ მამის სქესის ქრომოსომა მის სპერმაში.
ამ პერიოდში განაყოფიერებული კვერცხუჯრედი იმყოფება ფაზაში, როდესაც მისი უჯრედები იყოფიან, 2-ად, 4-ად, ... და ასე 250 მდე.. ამასთან კვერცხუჯრედი იწყებს მოძრაობას და საბოლოოდ მიეკრობა საშვილოსნოს კედელს.
ამ პერიოდში ორსულობის ნორმალური განვითარებისთვის ძალიან სასარგებლოა კალციუმი, იკვებეთ რძის პროდუქტებით;
ჯერ თქვენ რათქმა უნდა არ იცით რომ ფეხმძიმედ ხართ, თუმცა ქალების ნაწილი მაინც გრძნობს სხვადასხვა სიმპტომებზე დაკვირვებით ორსულობის დადგომას. ეს შეიძლება გამოიხატებოდეს მკერდის მგრძნობელობის მომატებით, დაღლილობით, ძილის სურვილით...
ის ქალბატონები, რომლებიც აკვირდებიან საკუთარი ორგანიზმის მიერ მოცემულ ყოველ ნიშანს, და გაფაციცებით ელოდებიან ფეხმძიმობას, განსაკუთრებით ფრთხილები იქნებიან ამ პერიოდში, მეტად დაისვენებენ, და შეიქმნიან მშვიდ გარემოს, ეს ყველაზე კარგი საშუალებაა ფეხმძიმობის წარმატებული სტარტისთვის.
3 კვირა
ბოლო მენსტრუაციული ციკლიდან 2 კვირის შემდეგ, თქვენ შეიძება უკვე მიხვდით რომ ორსულად ბრძანდებით. შესაძლოა ტესტმაც აჩვენოს დადებითი შედეგი და ასე ნანატრი 2 ხაზი მქრთალად, მაგრამ მაინც გამოჩნდეს.
პატარა განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს უკვე ჩანასახი შეგვიძლია ვუწოდოთ.
თქვენი ორგანიზმი მალე გამცნობთ რომ ფეხმძიმედ ბრძანდებით, ეს პირველ რიგში გამოიხატება მენსტრუაცის არ ქონით. ამ დროს არ მოიკლოთ ფოლიუმის მჟავა, რკინის შემცველი საკვები და პროტეინები. ფოლიუმის მჟავა იცავს თქვენს პატარას ორსულობის პერიოდში დეფექტებისაგან.
არ მიიღოთ გაციების და თავისტკივილის წამლები, ანტიბიოტიკები და სხვა რამაც შეიძლება ავნოს პატარას, წინასწარ აუცილებლად დაეკითეთ ექიმს და იგი გირჩევთ ბავშვისთვის უვნებელ პრეპარატს.
შეეცადეთ ხშირად დაისვენოთ და არ გადაიტვირთოთ;
ამ ლინკზე ნახავ ყველა კვირებს
http://mother.ge/