სულ დავივიწყე ეს თემა, მხოლოდ ფბ-ზე ვწერდი სიახლეებს. დავაკოპირებ ბოლო სტატუსებს.
კარგი ამბავი მაქვს, მარი ქულების მიხედვით ფულად დახმარებას მიიღებს

) ჯერ არ მითქვამს მისთვის, უზომოდ გაუხარდება

)
ძალიან მალე ოფიციალურად მიენიჭება სტატუსი, დაზღვევაც ექნება და შეღავათი იქნება მისთვის,უფულობის გამო ვეღარ მიდოდა ექიმთან.დიიიიიიიდიიიიი მადლობა გიორგის და თაკოს

)
მკურნალობას რაც შეეხება რასაც იღებდა და ვერ იღებდა ფინანსების არქონის გამო დღეს მომწერეს პირადში და დამპირდნენ რომ ყველა საჭირო მედიკამენტს აჩუქებენ

მადლობა თამუნას

ფეხსაცმელებს რაც შეეხება,ქვეშეთში რომ ჩამომიტანა მეუღლემ ერთ-ერთი უზერის საჩუქარი ,პირადში მომწერა თუ მშვიდობა იქნა პერიოდულად სეზონზე ახალ ფეხსაცმელს აჩუქებს გოგოებს

მადლობა ნიკას

მიახლოებით ისეთი შეგრძნება მაქვს პეპლები რომ დაფრინავენ მუცელში:დდდდ
----------------------------------------------------------------------------------
მარიმ იტირა ...
ვუთხარი, რომ შესაბამისი ქულები აიღო და ფულადი დახმარება 78 ლარი დაენიშნება ძალიან მალე და რომ დანიშნულ მედიკამენტებს გადავცემთ. ძალიან თავშეკავებულია, ალბათ ეგონა ტელეფონით ვერ მივხვდებოდი როგორ ტიროდა...
------------------------------------------------------------------------------------
დღეს დილით მესიჯი დამხვდა წუხანდელი მოწერილი”ძალიან,ძალიან მიყვარხარ,ლიკა”

(((((((((((((((((((((
-----------------------------------------------------------------------------------------
* * *
სულ ცოტა ხნის წინ მომწერა ისევ იმ უზერმა ნიკამ და ზომები დააზუსტა ზამთრის სეზონის ფეხსაცმელებისთვის

ამ წამს დამირეკა მარიმ, პარასკევს ჩამოდის თბილისში, სასკოლოდ რაღაცეების საყიდლად. სულ შეგროვდა 380 ლარი, რომ ვკითხე,სასკოლოდ 150 ლარი დამჭირდება ალბათო, ვფიქრობ 200 ლარი მივცე ამ ეტაპზე. სხვა მოსაზრებებსაც სიამოვნებით მოვისმენ

ეს სულ ახალი ამბებია

)))
* * *
ესეც ახლა მახარეს, სტატუსის მიღების შემდეგ სკოლის წიგნებიც უფასოდ დაურიგდება

ბევრ რამეში წაადგება სოც დაუცველის სტატუსი
This post has been edited by ლიკლიკა on 2 Sep 2012, 17:48
თუ ცხოვრებით ხარ უკმაყოფილო , ნუ გაბრაზდები ცხოვრებაზე, უბრალოდ შენ არ იცი როგორ იცხოვრო :)