:D
აშკარად რომელიღაც მაკარონი იყო, ბავშვებისთვის სხავდაასხვა ფორმის ავარჩიეთ :)
ფბ-ზე დავწერე სულ ახლახანს და დავაკოპირებ
გავუგზავნე :)
იმდენი გამოვიდა ნაყიდი პროდუქტი და სხვების მოტანილი ტანსაცმელი, რომ ჩემი რაც მქონდა,ერთი პატარა ტომარა, გადავდე,მერე გავუგზავნითქო და კიდევ კარგი :)))))) გზად ელენეს დედას შევხვდი და გამოვართვი პარკი, მერე ნიკას შევხვდი, ფეხსაცმელები მომაწოდა ბავშვებისთვის, რომ დამპირდა. ძლიან თბილები, ლამაზები და რაც მთავარია ზუსტად ქვეშეთის ზამთრისთვის გამოსადეგი. და კიდევ ანასთვის (უფროსი გოგოსთვის,ქუდი რომ მოქსოვა და გაყიდა თავისი ნაშრომი :) ) მომცა საქსოვი ძაფები,ცელოფნის ტომრები რომ არის იმის ნახევარი. მოკლედ ძალიან კმაყოფილი და ძალიან დატვირთული წავედი დიდუბეში :)))) საბარგული ვეღარ დავკეტეთ :)) ვერც მძღოლმა დატია ვერსად და ორი ადგილი ავიღეთ და იქ დავალაგეთ და ასე გავამგზავრეთ :))
მარინეს ველაპარაკე, დახვდება მიკროავტობუსს და ბიჭებს თხოვს იქაურებს დახმარებას, თორემ ტყვიასავით მძიმე ამანათები გამოვიდა, მძღოლმა და ჩმმა მეუღლემ ძლივს აწიეს. ტვირთის ზომა-წონაზე ჩემი კმაყოფილება მალაპარაკებს :))) მოკლედ, ვფიქრობ მარისაც ძალიან, ძალიან გაუხარდება და კარგი საჩუქარი გამოვიდა დაბადების დღისთვის .
ძმები არ მიეხმარებიან, რადგან ოჯახი არ ელაპარაკება , იმედია დროებით :/
ბავშვი გაატანა მამას ამ უქმეებზე და ამის გამო დაემდურნენ :( ყოფილ ქმარს და მულს დაურეკავთ მარინესთვის და მო-უ-ტ-ყ-უებიათ ბაბიამ ბავშვებს საბერძნეთიდან ამანათი გამოუგზავნა და ბავშვები გაგვატანეო, უფროსი გაატანა. მარიმ მითხრა ფეხსაცმელი უყიდა და მაგაზეც კმაყოფილი ვარ, რას დავეძებო :(( თან არც მაქვს უფლება ,რომ ბავშვების ნახვა ავუკრძალო და თან რასაც გააკეთებს ისევ ბავშვებს წაადგებათო, მაგრამ ეს ჩემებს არ ესმით და დღეს დაბადების დღეც არ მომილოცესო. მე ვფიქრობ მალე შეურიგდებიან.
* * *
მომწერა, ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის, ძალიან გახარებული ვარ,ყველაფერი ისეთი კარგიაო

)
და მოგვიანებით მომწერა
ღმერთმა ისე გაგახაროთ ,როგორც მე გამახარეთო

ყველას უღრმესი მადლობა, რომ ასე დამეხმარეთ მარინეს და მის შვილებს რომ დავხმარებოდი
This post has been edited by ლიკლიკა on 16 Oct 2012, 18:42