agr_bakმადლობა

რადგანაც თემა შესაძლოა ვინც აქამდე არ იცოდა მათაც ნახონ , ამიტომ მათთვის და არა მხოლოდ, მოკლედ დავწერ რა გაკეთდა ამ ხნის განმავლობაში.
მიუხედავად იმისა ,რომ ვაპირებდი ერთჯერად დახმარებას საჭირო ნივთებით, ძირითადად ტანსაცმლით,
თქვენი დახმარებით -
ბავშვებიც და დედაც ამ ზამთრისთვის კარგად მოვამარაგეთ თბილი სამოსით, ქურთუკით,ფეხსაცმელებით (სხვა სეზონის და ასაკის ტანსაცმლითაც, მაგრამ რადგან იქ ცუდი ზამთარი იცის თბილ სამოსზე გავამახვილე ყურადღება),ცოტაოდენი ჭურჭლით,სხვასხვა წვრილმანი ნივთებით,საქსოვი ძაფებით და ჩხირებით (უფროსი გოგო ქუდებს ქსოვს და ყიდის),მარინეს სამკურნალოდ სხვადასხვა პრეპარატებით რაც ექიმმა დაუნიშნა. შეგროვებული თანხით , რომელიც ასევე არ ყოფილა ერთჯერადად ჩარიცხული პერიოდულად ვყიდულობდით და ვაგზავნიდით პირადი ჰიგიენის ნივთებს, პროდუქტს,სარეცხ საშუალებებს,წამლებს (ვიტამინები ბავშვებისთვის,იოდი,სპირტი,ბინტი,გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატები და ა.შ.),საახალწლოდ - უამარავი ტკბილეული , ნაძვის ხე, საჩუქრები. ბავშვებმა დაიწყეს ცეკვაზე სიარული. აღვუდგინეთ სოციალური დახმარება და თვეში მიახლოებით 70 ლარს (ზუსტად არ მახსოვს) იღებს გარდა იმ 70 ლარისა რასაც ინვალიდობის გამო იღებდა.ამას დაემატა პოლისიც, ასევე უფასოდ მიიღეს ბავშვებმა სკოლის სახელმძღვანელოები.
მოკლედ,რომ გადავახედე თქვენს მიერ გაკეთებულ საქმეებს კმაყოფილი დავრჩი

)))
რაც შეეხება ხელის პროთეზს, ხელი ისე აქვს მოკვეთილი ,რომ პროთეზი აბსოლუტურად ვერაფერში დაეხმარება, მხოლოდ სადმე წასვლის შემთხვევაში გაიკეთებს, ამიტომ რატომღაც თვითონ არ ჩქარობს იმ საბუთების მოწოდებას რაც ჩავაწერინე.
თუ რამე გამომრჩა შემახსენეთ.
This post has been edited by ლიკლიკა on 5 Feb 2013, 00:47