არც ამ ეტაპზე აუცილებლად ესაჭიროებათ :
1. ვიზიტი სტომატოლოგთან, რომელსაც ბავშვებთან ურთიერთობის გამოცდილება ექნება.
2.ჭურჭელი.
3.სქელი ფარდები, სქელი ცელოფანი, ხარისხიანი ლეიკო ,პლასტელინი (ფანჯრებისა და კარებისთვის ზამთარში ).
4.ალიმენტის აღდგენა (აღმასრულებელი არ ეხმარება, მეტიც, ძალიან უპასუხისმგებლოდ იქცევა).
5.ფერადი ძაფები, კარგი ხარისხის, ქუდების მოსაქსოვად.
6.ტრავმატოლოგთან ვიზიტი.
7.ვიტამინები ბავშვებისთვის.
----------
დანარჩენს რაც შეეხება ,ყველაფერს საჭიროებენ , მაგრამ ეს ყველაზე აუცილებელი ჩამოვწერე :/
----------
ახლა უფრო ვრცლად .
უფროსი გოგო, ანა, სახედასიებული დამხვდა, უკანა კბილი გაუსივდა, ღამეები გაუთენებია ტკივილის გამო, თვალს ვერ ახელდა ისე ეძინებოდა. სიცხეც ჰქონდა. გაჭყეპილი იყო ანტიბიოტიკებით :///
ფასანაურში ჩამოდის ხოლმე თბილისიდან სტომატოლოგი და იქ მიიყვანა, მაგრამ სასწაულად ეშინია, ერთი კბილი ამოუღია და იფიცებოდა მეტკინა ძალიანო, თან მხოლოდ შესასხურებლით გაუყუჩეს,ნემსი არ გააკეთებინა ღრძილზე, არც სინჯი. ამ მეორე კბილზე რომ წაიყვანა დედამისმა, პირი არ გაუღო, იმ ექიმსაც არც დრო აქვს და არც გამოცდილება და მალე უშვებს,არ ელოლიავება ბავშვს,არც გარემოა ისეთი ,რომ ბავშვი მოეშვას.
ქვედა კბილიც მოტეხილი აქვს, კლასელმა ხელი კრა, კიბიდან დაგორდა და მოტყდა :||||||||||
რამდენიმე რჩევა მივეცი და ვთხოვე, ექიმთან წაყევი დედას,რომ ეს ჩირქი მაინც მოიშორო და თბილისში წაგიყვანთ კარგ სტომატოლოგთანთქო.
უმცროსს გული დაწყდა და დავპირდი შენ ისე უბრალოდ კონსულტაციაზე წაგიყვანთთქო და გაიხარა

))
გეგმაში მაქვს ერთ საკმაოდ კარგ სტომატოლოგიურ კლინიკას მივმართო დახმარებისთვის, რომელიც პროფესიონალიზმის გარდა ქველმოქმედებითაც არის გამორჩეული

იქნებ გარკვეული შეღავათებით მოგვემსახუროს ჩვენ

----------------
ჭურჭელი თითქმის არაფერი აქვს. ერთი პატარა ტაფა აქვს.რამდენიმე თეფში :/ და ადრე წავუღე წვენის ჭიქები და ჩანგლები .
სააღდგომოდ ნათია რომ იყო ჩასული თავის მეგობრებთან ერთად, მაშინ ჩაუტანა ლურჯი გაზის ბალონი და მაგას ხმარობს.მანამდე მხოლოდ შეშის ფეჩის იმედად იყო.
--------------
ფანჯრის ღრიჭოებს პლასტელინით ამოავსებს, მერე ცელოფანს გააკრავს და ნაჭრის დიდი სამედიცინო პლასტირები როა , მაგის მსგავსით მიაკრავს, ლურსმნებით მეშინია არ დასკდეს ხე. სქელი ფარდები კარგად დააკავებს სიცივეს, ფანჯრებზე თუ არა, კარზე აუცილებლად უნდა, იქ ხომ ვერ ააკრავს ცელოფანს და ვერ ამოქოლავს. თან იქ საშინელი ზამთარი იცის და დიდხანსაც. შეშაზე ადრეც დავწერეთ,იქნებ რაღაც მოვახერხოთ.
-----------
ალიმენტს რაც შეეხება, აღმასრულებელი ქ-ნი ფიქრია ვერაფრით ეხმარება. კარგად გამოვკითხე და რამდენჯერმე გავამეორებინე რასაც ეუბნება. შენ თვითონ მოძებნე შენი ქმარი, თორემ შერჩება ეს თვეები და მერე აღარ გადაგიხდისო. სისულელე :/ მარინეს დაეხმარა მისი ადვოკატი,რომელიც განქორწინების დროს ჰყავდა. თუმცა ეს მის მოვალეობაში არ შედიოდა. გაუგო მისამართი, ტელეფონის ნომერი. ამჯერად აღმასრულებელმა მოიმიზეზა არ მპასუხობს ზარზე არც ის ბიჭი და არც მისი დებიო. დაურეკა ყოფილ მულს, რომელთანაც ასე თუ ისე ნორმალური ურთერთობა აქვს, აღმოჩნდა არც არავისთან დაურეკავს აღმასრულებელს. ამაზე აღმასრულებელმა პირდაპირ უთხრა მარინეს, ნუ მაწუხებ, მე თვითონ დაგირეკავ როცა საჭირო იქნებაო. მას მერე ხან არ პასუხობს მარინეს ზარს, ხან უთიშავს, ხან პასუხობს და უებნება არ მცალია, მერე დამირეკეო, მოკლედ კარგად აწვალებს რა ამ გოგოს. ბოლოს უკვე უთხრა არ მუშაობს შენი ქმარი და საიდან გადაგიხდის ალიმენტს, ოფიციალურად ხელფასი არ ერიცხება არცერთ ბარათზეო. საქმე იმაშია, რომ ეს ალიმენტი მას დაეკისრა უმუშევრობის დროს, მოსამართლემ გაითვალისწინა მარინეს მდგომარეობა და თითო ბავშვზე 80 ლარი დააკისრა. მიუხედავად იმისა, რომ მას უნდოდა ორივე ბავშვზე ერთად 50 ლარი :////გამოდის უმუშევრობის დროსაც ისევ უნდა გააგრძელოს ალიმენტის გადახდა. ხო, აღმასრულებელმა ისიც თქვა, რომ ვინაიდან პირველი 6 თვე კარგად იხდიდა, შემდგომ 6 გადაუხდელ თვეზე ვერც უჩივლებ და ვერც ძებნაზე ავიყვანთ და საერთოდაც ვერაფერს ვიზამთო :///
დღეს მაქსიმალურად ლაკონურ წერილს ჩამოვაყალიბებ და სააღმსრულებლო ბიუროს გავუგზავნი თხოვნით, იქნებ სხვას გადასცენ მარინეს საქმე ან რამით დაგვეხმარონ.
----------------------
წინა თვის დენის გადასახადი უფროსი გოგოს (9 წლისაა) ნაქსოვი ქუდების გაყიდული თანხით გადაიხადეს. მარინეს დედა დადის ხოლმე ყაზბეგისკენ , სადაც მეტი ტურისტია და ყიდის წინდებს, ჩურჩხელებს...
ადრე გამატანა ერთმა იუზერმა საკმაოდ ბევრი ლამაზი ფერის ძაფები, გაუთავდა.
მარინეს ოჯახი ეხმარება, მაგრამ მუდმივად მათ კისერზე ვერ იქნება.
------------------
გვერდი ისევ ტკივა, სავარაუდოდ ნერვია მოყოლილი ცუდად ავტოავარიის დროს.ამასაც დავადგენთ, როცა ჩამოვა განმეორებით ექოსკოპიაზე. მეშინია იმ ექოსკოპისტს არ დავავიწყდე და მერე უფასოდ ,რომ არ გამიკეთოს, როგორც დამპირდაო

დავამშვიდე და ვუთხარი, რომ არ დაავიწყდება

თავის ტკივილიც ისევ აქვს, გადაღლაზე, ნერვიულობაზე, ამინდის ცვლილების დროსაც.
-------------------
კვება არ აქვთ ბავშვებს სათანადო, ისედაც უჭმელი ბავშვები არიან. მინდა ვიტამინები გავუგზავნო, გავარკვევ რომელი და რა სეზონზე სჯობს.
---------------
ამ ძველი ნაგებობის პირველ სართულს არემონტებენ და ხსნიან ბაღს. ადრე მუსიკის მასწავლებლად მუშაობდა მარინე, ახლა რანაირად დაუკრავს პიანინოზე და იქნებ დამლაგებლად ან ჭურჭლის მრეცხავად ხანდახან მაინც მამუშავონ, გამგებელთან მივალ და ვთხოვო. ვნახოთ რა იქნება . არაა უსაქმური და უპასუხისმგებლო გოგო.
უფროსი შვილი ერთი თვით საახალწლოდ ჰყავდათ მამის მხარეს წაყვანილი, იმის მერე არ გამოჩენილან. დაპირდნენ კიდევ წაგიყვანთო, მაგრამ აღარ მიჰყავთ, ბავშვებს გული წყდებათო

მხოლოდ ის არ მომწონს, იეღოვაზე ელაპარაკება და შეკრებებზე დაჰყავდაო. ვკითხე ბავშვებს და კიო, ძალიან კარგად გვექცევიან და წავალთ ხოლმე თუ წაგვიყვანენ კიდევო. მარინე ორივეს ერთად არ ატანს, ეშინია რომ არ დაუბრუნოს ბავშვები. ავუხსენი, რომ ოფიციალურად განქორწინებულები არიან და არ აქვს ამის უფლება, საციხო საქმეა და მაგდენს არ გაბედავსთქო. რამდენიმე თვის წინ დაურეკავს, სანამ ალიმენტის გადახდას შეწყვეტდა, ისევ იეღოვაზე ესაუბრა შვილს და იმის მერე აღარც დაურეკავს.
------------
ქათმები გაიზარდნენ, ერთი მამალია, დანარჩენი დედლები, კურდღელზე დაველაპარაკე კიდევ, მშობლებს ჰკითხავს, თუ ისინი იქნებიან თანახმა მივუყვანთ ერთ-ორ წყვილს და გაამრავლებენ. ბავშვებს კურდღლის ხორციც ექნებათ და გაყიდიან კიდეც.
------------
თუ კიდევ რამე გამახსენდება მივამატებ

)