ვაიმეეე, გამაჟრიალა, რა მაგარია ამდენი ადამიანი რომ მოგილოცავს.
მადლობა ხალხოო!
ჭკუაზე არ ვარ სიხარულით.
მაგარი სასაცილო რაღაც დამემართა:ხომ ბოლომდე ეჭვი მეპარებოდა, რომ გოგო იყო, რატომღაც მეგონა, რომ ბიჭები მყავდა "მისჯილი", თანაც მეანმა მკითხა-ვის ელოდებიო, მეთქი-გოგოს, ჰმ , შენ იმ გოგოსავით არ დაგემართოს, წეღან რომ ვამშობიარეთო, მთელი 9თვე ბიჭს ელოდებოდა და გოგო დაიბადაო, მამამისი და ყველა გულშემატკივარი გაოგნებულები იყვნენო.
რომ დაიბადა ვერ შევეკითხე ექიმს, მერე პალატაში რომ მომიყვანეს, ჩუმად შევუცურე თითი პამპერსის ქვეშ და გულის ფანცქალით მოვუსინჯე ის ადგილი- უფფ მართლა გოგო ყოფილა თქო ამოვისუნთქე
ისეთი საყვარელია, ისეთი დაკუჭულ ცხვირ-პირიანი და რაღაცნაირად დაჭყანული-რომ ვუყურებ მეცინება.
ხომ ვოცნებობდი-როდის დაიბადები, უნდა კისერში გკოცნო-თქო, ძლივს არ მეღირსა?!
მოგონებებს დავწერ მერე გოგოებო.
უზარმაზარი პლიუსი ემბრიოს!
გკოცნით ყველას, გული ამიფანცქალდა ამდენი მოლოცვისგან.