მოკლედ მოვედი ექიმისგან, სულ სხვა საქმეზე წასული სულ სხვა რაღაც მოხდა
ტუჩზე გუშინ გამომივიდა რაღაც, უხეშად მოვისვი ხელი და გამიღიზიანდა
დღეს დილით რომ ჩავიხედე სარკეში, უკვე ჰერპესს მივამსგავსე

რომ დამინახა გინეკოლოგმა გაგიჟდა, რა დროს შენი ჰერპესია ეხლაო
სასწრაფოდ გამაქანა ანალიზზე და მწვავე ფორმაზე ამაღებინა ანალიზი
თუ მწვავე ფორმაა წამლებს დაგინიშნავო, ეხლა უკვე დიდ ვადაზე ხარ და შეიძლება ეგ წამლებიო, არადა როგორ არ მინდა! 8 თვე ვიტამინის გარდა არაფერი დამილევია და რაღა ეხლა უნდა დავლიო ეს წამლები, შეიძლება ამის გამო საკეისროც დამჭირდეს, არ ვიცი მოკლედ ვნახოთ, ორშაბათს გავიგებ პასუხს და შესაბამისად მოვიქცევით.
რკინის წამალიც დამინიშნა, სორბიფერი
როდის მოვა ორშაბათი !
პ.ს. კოაგულოგრამა კარგი მქონია, ის რაც მომატებულია ესეც უნდა იყოს დიდ ვადაზეო
Tata-tatuმგონი აპირებს

ეგ გამონადენი წინა ნიშნებია მშობიარობის, საიტზე წავიკითხე
This post has been edited by tatuuu on 21 Jul 2012, 14:53