მოკლედ თითო სანერვიულო არ მაკლდება რააააააააააა
რა დააშავა ამ ბავშვმა მუცელში

დღეს დილით რეზიკო გაგვეპარა ეზოდან.
ტუალეტში ვიყავი და მეძებდა და მამაისს გაეპარა.
იფიქრა მაღაზიაშიაო ალბათ და გარეთ გასულა.
მთელი რუსთაველი შემოვირბინეთ.
ბოლო ხმაზე ვკიოდი რეზის.
არსად არ ჩანდა და არავის არ დაუნახავს
ბოლოს მეზობელმა იპოვა კინოს სახლის ქვემოთ კიბეებზე ფოტო სალონი რომ არის, იქ კიბეებზე ჩადიოდა. რუსტაველზე სეირნობდა ბიჭი.
რო მეკითხებოდნენ რამხელააო და 2 წლისო რომ ვეუბნებოდი ხალხს ალბათ გიჟი ვეგონე ასე როგორ დატოვეს უყურადღებოდო ალბათ ფიქრობდნენ.
ვერცხლისწყალივით სწრაფია.
ვერ დაიჭერ.
ამან უნდა გამაგიჟოს და გამაჩენინოს ნაადრევად რაააააააააა
რაც მთავარია მაგარი ზმანი იყო. ტრუსიკი, სანდლები და რძის ბოთლი პირში 7-8 წუთი ვეძებეთ
ცოცხალ-მკვდარი ვარ.
დილის 9 საათი იყო
This post has been edited by algulga on 27 Jul 2012, 12:48