დავბრუნდი.... რამდენიმედღიანი უდღეური შვებულებიდან

ექიმთან მოვასწარი მისვლა - ძალიან ყურადღებით გამსინჯა, ჰორმონალურ დსიბანალანსზე მიიტანა ეჭვი (ენდოკრინოლოგ-რეპროდუქტოლოგია და ვფიქრობ სწორი მიმართულებით უნდა წავიდეს). ჩამომირაკრაკა თეორიულად ყველაფერი და 6 ანალიზი ჩამომიწერა, ამათგან მხოლოდ პროლაქტინი მაქვს გაკეთებული. ციკლის პირველ ფაზაში, მე-7 დღემდე უნდა გავიკეთო ყველა, დღეს მესამე დღე მაქვს და ცოტა ვნერვიულობ სამსახურის გამო, რამენაირად ერთი დილა უნდა ვთხოვო უფროსს

ოქტომბრამდე რა დაიცდის...
პლუს ნაცხი გამიკეთა - მგონი ყველაფერი აღმოჩნდა პასუხში, რაც კი არსებობს. მაგაზეც დამინიშნა მკურნალობა, გადასხმები, მაგრამ ჯერ ვერ გავქაჩავ, თვის ბოლოს იქნებ შევძლო. ძირითადად იმიტომ, რომ მილების გამოკვლევისთვის გასუფთავდეს...
რაც არ მომეწონა - 10 საათზე იწყებს ემბრიოტოქსის ლაბორატორია მუშაობას და ვუთხარი, სხვაგან გავიკეთებ მეთქი, 9ზე სადაც იწყებენ, სამსახურიდან პრობლემა მაქვს გამოსვლისთქო და თავი გაიგიჟა არაო
ხო და კიდევ - აქამდე არ დავკვირვებივარ, მაგრამ ახლა რომ მომივიდა, სანამ კარგად წამოვიდოდა, შევამჩნიე რამდენიმე წვეთი ყავისფერი გამონადენი

გასინჯვისას მკითხა, რომ გაიგო მტკივნეული მენსტრუაცია მქონდა, ყავისფერი გამონადენი ხომ არ გაქვსო.ხოდა ახლა დავაკვირდი და...

უპს!!!

ერთ თვეში ორი წელი გახდება.....
მე პრობლემების ბუკეტით ვხვდები ჩვენს ქაღალდის ქორწილს
მაგრამ იმედით.... ვცდილობ არ ჩავვარდე პანიკაში და სტრესში... ფორუმის ისტორიები მშველის...
პ.ს. მაპატიეთ გრძელი პოსტისათვის. თქმით ჭირი ცოტა შემსუბუქდებისო, ნათქვამია
“I am not sure that I exist, actually. I am all the writers that I have read, all the people that I have met, all the women that I have loved; all the cities I have visited.”
ვინ უდარაჯებს დარაჯებს?