აუუუუ, მე ვეღარ მოვდივააარ... სტუმრები უნდა ჩამომივიდნენ რაიონიდან


არადა დღეს სულ არ ვარ სტუმრების ხასიათზე.
დილიდან გულის რევის შეგრძნებამ გამაღვიძა, ისევ დავიძინე, მაგრამ მეორედაც იგივე განმეორდა. ავდექი ახლა. რაღაცნაირად უსიამოვნო შეგრძნება მაქვს, არ ამერია, მაგრამ აი დისკომფორტი მაქვს. წელი მტკივა, ცოტა საკვერცხეებიც მწიწკინის (ეს ბოლო სამი დღეა წელი და საკვერცხეები მტკივა). დღეს მოსვლიდან 21-ე დღეა...რა ვიფიქრო? უბრალოდ დამთხვევაა ალბათ-მეთქი

ამ თვეში მონიტორინგზე არ ვყოფილვარ, ხოდა მე-13 დღიდან 20-ე დღემდე ყოველდღე გვქონდა ურთიერთობა ერთი დღის გარდა

+ "სანთელი" ნახევარი საათით. ძალიან კი მოვინდომეთ, მაგრამ ჩემმა ზარმაცმა ფოლიკულებმა არ ვიცი რა ქნეს

ჰო, და კიდევ, დღეს ცხოვრებაში პირველად გავიზომე ბაზალური, რომ გამეღვიძა, მაშინ. 36.9 მქონდა. მგონი სწორად გავიზომე...
აი ასეთია ჩემი კვირა დილა. და სულაც არ მინდა საღამოს სტუმრებიიიიიი
“I am not sure that I exist, actually. I am all the writers that I have read, all the people that I have met, all the women that I have loved; all the cities I have visited.”
ვინ უდარაჯებს დარაჯებს?