მე რა გამოცდილებაც მქონდა სადაზღვევოებთან, ვიცი, რომ თუ გეგმიური ოპერაციაა 4 თვემდე ვადას აძლევენ მოსაცდელს, მაგრამ ჩემ ახლობელს როგორ დაუჩქარეს იცი, არქიმედემ უთხრა, რომ არსებობს გეგმიური ოპერაციები მაგრამ მაინც გართულებული და თუ დაჩქარებული წესით გინდათ რომ განვიხილოთო, ექიმს ხელახლა დააწერინეთ ფორმა 100 სადაც ექიმი ჩაწერს არა მხოლოდ დიაგნოზს არამედ იმასაც, რომ გარკვეული მიზეზების გამო (და ჩამოთვლის მიზეზეზებს) ესაჭიროება დაჩქარებული ან გადაუდებელი ოპერაცია. სადაზღვევო კომპანიებიც ექიმის დასკვნას ექვემდებარებიან. ჩემს ნათესავს გლანდების ოპერაცია დაჭირდა, რომელიც ურგენტულად რათქმაუნდა არ ითვლება და ამიტომ ჩასვეს მოსაცდელში. მერე ხელმეორე ფორმა 1000 გამოაწერინა, სადაც ექიმმა მიუთითა გართულებული სიმპტომები, უჰაერობა, გულის ჩივილი გლანდების გამო და კიდევ რაღაცეები და ამიტომ ესაჭიროება დაჩქარებულადო და მგონი 2 კვირაში მისცეს საგარანტიო ფურცელი. ამიტომ ლავირება შეიძლება