IFFY3 წლის წინ; კი საწოლით ვარ ძალიან კმაყოფილი

დანარჩენი რა გითხრა 2 კაციან პალატაში ვიყავი, სისუფთავე იყო, ალაგებდნენ სულ; რო ვეძახდი შემოდიოდნენ; არ მიბღვერდნენ, მაგრამ:
ვჭამდი ჩემი პალატიდან ძალიან შორს, სადაც მნახველები მოდიან იმ ფოიეშია გვერდით სასადილო; საკვებს მისხავდნენ მისვლამდე და მე რომ მაგვიანდებოდა მიცივდებოდა ძალიან; სასადილოში იყო ბარის სკამები რომელზეც ვერ ავდიოდი და ვერ ვჯდებოდი, ზურგი არ ქონდა და აქეთ იქით ბრუნავდა; ნაკეისრალი ვიყავი და თან ატკიებიდან 24 საათის შემდეგ გამჭრეს და ძალიან ნაწვალები; სიმფიზიტი მაქვს ეხლაც და მაშინაც, ვკოჭლობდი 6 თვე; თავიდან ტკივილგამაყუჩებლები ვერ ერეოდა და ვერ დავდიოდი; ბავშვი იყო სულ ჩემთან, არასოდეს არ გაყავდათ თხოვნის მიუხედავად და ვერ ვუვლიდი;
იყო 5 ჯერადი კვება, აქედან ერთ დღეს 2 ჯერ მაჭამეს კარტოფილის პერაშკი როგორც კვება და ამის მონელება ძალიან გამიჭირდა; აააააააა გახსენება არ მინდა; გალინა ბლანკას გემო შევაყვე წვნიანებსაც, ნუ თუ გიყვართ კიბატონო მაგრამ მე ძალიან მეზიზღება და ვერ ვჭამ მაგეებს;
ბავშვს უვლიდნენ ანუ უცვლიდნენ; პედიატრი ყოველ დრე შემოდიოდა; საჭმელად რომ ვიყავი გასული თუ ბავშვი იტირებდა მეძახდნენ მოდიო და მეც მივდიოდი;
ხო კიდე გამოწერის დღე რომ თენდებოდა 41 მომცა სიცხე, სამწუხაროდ ვერ გაიგეს რატო, თქვეს რომ შეიძლება ჭრილობიდან იყოსო, გამიკეთეს სიცხისდამწევი, გათენდა ხელი მოვაწერე რომ ჯანმრთელი ვეწერებოდი და გამომიშვეს;
მე მანდ აღარ მივალ; მაგრამ იცოდე ბევრი ძალიან კმაყოფილია;
აყვანილი მყავდა დარახველიძე რომელმაც გატარა ჩემი ჩივილები ბოქვენთან ძვლის ტკივილის შესახებ რომელიც მატირებდა დღე და ღამე; მითხრა რომ ეგ ყველას სტკივა რადგან ბავშვი აწვებათ; ამის გამო 6 თვე ვიკოჭლე და როდესაც დაწყებული მშობიარობისას აღმოაჩინეს ეს სიმფიზიტი (რომელიც უკვე ეხოთი კი არა ხელით ისინჯებოდა) და საკეისროთი 4 კილო ბავშვი ამოიყვანეს, ექიმმა ჩემ მეუღლეს უთხრა რომ მე ამ ბავშვს ვერ გავაჩენდი და თუ გავაჩენდი ვეღარ გავივლიდი;
ვაიმე რამდენი ვწერე, აი მოუშუშებელი იარა მაქვს რაააააააა და ვერ ვიკავებ ხოლმე თავს;

ბევრი ძალიან კმაყოფილია როგორც ჩდარახველიძეთი ისე ჩაჩავას პირობები ზოგადად; ამ ერთი შემთხვევით ნუ იმსჯელებთ;