ქვემოთ რაც წერია, ეგ გამოვკლევები 10 კვირამდე მართლა გასაკეთებელია ყველაფერი? სადღაც საიტზე ვნახე.
1. სისხლის ანალიზი
• სისხლის ჯგუფზე და რეზუს ფაქტორზე (ვენიდან), ამ ანალიზის აღება სასურველია ბავშვის მამისთვისაც, რათა გამოვლინდეს თქვენი რეზუსფაქტორების შესაძლო შეუსაბამობა.
• ბიოქიმიური ანალიზი (ვენიდან)
• კლინიკური ანალიზი (თითიდან)
• სისხლის შემდედებელი სისტემის გამოკვლევა (კოაგულოგრამა, იგივე ჰემოსტაზიოგრამა, ვენიდან), რათა გამოვლენილი იქნეს სისხლის შედედების უნარის შესაძლო დარღვევები, რომელსაც შეუძლია იმოქმედოს ფეხმძიმობაზე პლანცეტის ფორმირების ეტაპზე.
• TORCH - ინფექციებზე: წითელა, I და II ტიპის ჰერპესი - ციტომეგალოვირუსი და ტოქსოპლაზმოზი (ვენიდან), ამ ინფექციების ჯგუფი განსაკუთრებით საშიშია ნაყოფისთვის, რადგან მათი სიმპტომები შესაძლოა სუსტად იყოს გამოხატული, ან საერთოდ არ არსებობდეს, თუმცა ინფექცია, თუ იგი არსებობს ორგანიზმში, დამღუპველად იმოქმედებს ნაყოფის მდგომარებაზე და ფეხმძიმობის მიმდინარეობაზე.
2. შარდის ანალიზი
• შარდის სართო ანალიზი.
3. გინეკოლოგიური გამოკვლევა, რომელშიც შედის:
• ნაცხი საშვილოსნოდან ბაქტერიული ინფექციების არსებობაზე
• სქესობრივ ინფექციებზე გამოკვლევა პჯრ მეთოდით (პოლიმერული ჯაჭვური რეაქცია) სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გამოსაკვლევად.
ყველა ეს ანალიზი აუცილებელია არსებული და შესაძლო გადახრების დიაგნოზირებისთვის, პრობლემების გადაჭრისათვის და ფეხმძიმობის მიმდინარეობაზე კონტროლისათვის.
აუცილებლობის შემთხვევაში, ექიმი მიმართულებას მოგცემთ, რათა ეწვიოთ უფრო ვიწრო პროფილის სპეციალისტს.
აუცილებლად შეეკითხეთ ექიმს, რომელი ანალიზების ჩაბარებაა საჭირო უზმოზე და როგორ მოემზადოთ მათ ჩასაბარებლად.
რა ამბავია
ამ სიაში რომელია წესიერი კონსუტლაცია, სად ავიდე აღრიცხვაზე?
http://www.yell.ge/orgns.php?lan=1&orderby=1&id=335&page=2
დამატებით სხვა გინეკოლგოთანაც უნდა მივიდე ხო ? This post has been edited by ტიფანი on 5 Sep 2012, 16:25