გოგოებო როგორ ხართ?
როგორც ყოველთვის, ახლაც გარბენით ვარ ფორუმზე

უცებ ბოლო გვერდს გადავავლე თვალი და ზუსტად ჩემს პრობლემებზე წერთ მგონი

მოკლედ 1. სანდრო გახდა 8-ში 3 თვის, ჯერ კიდევ არ მოსდის ცრემლები ტირილის დროს. ვინერვიულო?
როდის ეხსნებათ წესით საცრემლე არხი?
2. მკლავზე ნანემსარი მთელი 2-2.5 თვე არ ეტყობოდა. ამასწინ შევამჩნიე რომ გამაგრებული და დაწითლებული აქვს. საშიშია რამე?
3. ძალიან დორბლიანია გამხდარი, თითებს ითხრის პირში, გაღიზიანებული არ არის ისე, სულ იღრიჭება

ხოდა კბილები ამოსდის უკვე დავიჯერო? ჯერ ახლა გახდა 3 თვის. ადრე არ არის?
4. ჭამს ნესთლეს ნანის. როცა ჩვეულებრივ ნანის ჭამს, ძალიან ბევრს აქაფებს, ახლა ვუყიდე ანტირეფლუქსი და იმან კიდე კუჭში შეკრა

ანუ კი გადის მარა იტირა ერთი-ორჯერ. რა ვუშველო? ეს ახასიათებს ანტირეფლუქსებს? არადა წვეთი არ ამოსდის უკან, სქელი ფაფასავით გამოდის რომ ვაკეთებ.
სხვა მხრივ ძალიან კარგი ბაო მყავს

მარტო აჭამე და დაბანე

წყალი უყვარს სიგიჟემდე

ამოყვანა ერთი დიდი პრობლემაა.
ღამე 6-7 საათი სძინავს გადაბმით, ერთი ჭამა იღვიძებს და ეგრევე იძინებს, იცის რომ ღამეა

გაზებს არასოდეს შევუწუხებივართ, მუცლის და ა.შ. ტკივილები არ ვიცით რა არის. ისეთი კაი გასაზრდელია, მაგისთანას ცხრას გავზრდი