gzaabneulianano_991მეც ეგრე

ბავშვობაში მქონდა ერთი ოპერაცია გაკეთებული ნარკოზით. + ამ წელიწადში 2 მომიწია-ხომ და კი ამბობენ ისეთები არაა ადრე რომ იყოვო-კი ბატონო ბარხატნი კაიფით შევედი და გამოვედი მაგრამ სკლეროზი იცოცხლე მაინც დამრჩა

ნოემბრის ლაპარასკოპიის შემდეგ მავიწყდებოდა სიტყვები--ნუ აზრის დამახსოვრებას ვინ ჩიოდა. ეგ ისედაც არ მახსოვდა. და ამ ზაფხულის ნარკოზის შემდეგ სიტყვები კი არადა საშინელებებსაც ვაკეთებდი ყველაფერ სიკეთესთან ერთად-მაგალითად როგორიცაა მობილურის ნაგავში გადაგდება-ერთ ფეხზე წინდის ჩაცმის დავიწყება და ა.შ. 2 თვე უაზრობებს ვაკეთებდი. სიტყვები თავისთავად მავიწყდებოდა-აი ჭადის სახელი რომ დაგავიწყდება ეგრე ვიყავი. წინადადებას ვიწყებდი და შუა გზაში მავიწყდებოდა რას ვლაპარაკობდი და ვჩერდებოდი

ციფრებთან ვმუშაობ მთელი დღე და ძალიან ვიღლებოდი-ასმაგად დაძაბული ვიაყვი რომ არაფერი გამომპარვოდა თვალები დამეთხარა. ეხლა ნორმაში კი ჩავდეგი თითქოს ოღონდ ეგაა მოკლე მეხსიერება მაქვს-ადრე თუ 1 წლის წინანდელ ამბავს დაწვრილებით გავიხსენებდი ეხლა გუშინ რა ვჭამე მგონი იმას ვერ ვიმახსოვრებ

გაგივლისო 6 თვეში მაქსიმუმო და ვნახოთ-ველოდები