stasiaარა იარინა არ დავლიე, ანუ გავთხოვდი შარშან ოქტომბერში, ერთი თვე თავს ვიცავდით, მერე აღარ. გადაცდენები მქონდა, უფრო სწორად 4 თვეში ერთხელ მომდიოდა ხოლმე, გინეკოლოგთან წავედი ივნისში, მგალობლიშვილთან და მითხრა ფერტილოსკოპიაო... მილებს შევამოწმებთ და დრილინგიც დაგჭირდეს შეიძლებაო. მერე იქ მგალობლიშვილთან წავიკითხე ჩანაწერების დღიური და იქ ეწერა ფერტილოსკოპიის მერე ერთ თვეში დავფეხმძიმდი და ბლაბლაბლა. ნუ რაღაც გამოცდა მქონდა ისე ვნერვიულობდი ვიფიქრე ეგრევე რომ დავორსულდე მომეშლება მეთქი... ამიტომ გადავწყვიტე აგვისტოში გამეკეთებინა ეგ დიაგნოსტიკა..
სანამ მანდ ფერტილოსკოპიაზე მივიდოდი, მირჩიეს სხვა გინეკოლოგთან გადამემოწმებინა, მივედი სხვასთან, რომელმაც მითხრა იანვრამდე ვსვათ იარინა და მერე დაფეხმძიმდებიო, არ გჭირდება ლაპარასკოპია და არც ფერტილოსკოპიაო, მე კიდე გადავწყვიტე მგალობლიშვილთან მისვლა, მილებიც შეამოწმეს და ყველაფერი, რაღაც უმნიშვნელო პოლიპები იყო და ისინი ამომაჭრეს და დრილინგი. ამ ფერტილოსკოპიის შემდეგ პირველი ციკლი მქონდა, ფოლიკულები გვიან გასკდა, 27 თუ 28 დღეს, ციკლი კიდე ზუსტად 14 დღეში მომივიდა (გუშინ). ხოდა კლინიკაში მეუბნებიან ყველაფერი წესრიგშია უკვეო, და ყოველ თვე უნდა დავგეგმოთ და ვაკონტროლოთ ეს ფოლიკულები...
წლობით მკურნალობას ეგ ოპერაცია მერჩივნა, თან ოპერაცია არც ქვია, დიაგნოსტიკაა, არც ნარკოზი გაუკეთებიათ, მეორე დღესვე ჯანზე ვიყავიი....
ხოდა მაინტერესებდა ლაპარასკოპიით რამე განსვავებულს აკეთებდნენ თუ არა.
* * *
6 თვე ნამდვილად ვერ დავლევდი იარინას, მერე კიდე რამდენიმე თვე უნდა ელოდო ორსულობას, თუ არ დადგა მერე გეტყვიან, ე.ი საჭირო ყოფილა დლინიგიო...
რატომღაც წამლებით გაჭყეპვას ეგ ვამჯობინე და როგორც მეუბნებიან ყველაფერი დამილაგდა, თან ჰორმონები და ანალიზები სულ წესრიგში მაქვს, მეც და ჩემს ქმარსაც. იმედია მეღირსება ორსულობა

((
როცა სტიმულაციით იზრდება ფოლიკული ეგ ცუდია? მე გამიკეთეს რაღაც ნემსი რომ გამსკდარიყო, მითხრეს შეიძლება თავისითაც გასკდეს მაგრამ მაინც არ გავრისკოთო.
* * *
თან რაც გავთხოვდი 13 კილო მოვიმატე, ექიმმა მითხრა არ იდიეტოო, კარგად უნდა იკვებოო, არც ვდიეტობ, მაგრამ სიმაღლე და წონა ერთნაირი მაქვს, 172 სმ და 72 კილო
ეგეც თურმე მაგ პოლიქისტოზის სინდრომი ყოფილა