SRB100აღრიცხვაზე დადგომით ისარგებლებ სახელმწიფო დაზღვევის ფარგლებში 4 ვიზიტით მთელი ორსულობის განმავლობაში რომელშიც შედის ანალიზები და კონსულტაცია გინეკოლოგის. 13კვირამდე უნდა დადგე აღრიცხვაზე რომ პირველი ვიზიტით ისარგებლო. პსპ დაზღვევაზე ვერაფერს გეტყვი აფინანსებს თუ არა არაპროვაიდერს

ესაა ვიზიტების ფარგლებში რაც გეკუთვნის
პირველი ვიზიტი -
13 კვირის ორსულობის ვადამდე:
ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;
ბ) თერაპევტის კონსულტაცია;
გ) სისხლის საერთო ანალიზი;
დ) შარდის საერთო ანალიზი;
ე) სიფილისის დიაგნოსტიკა სწრაფი/მარტივიმეთოდით;
ვ) B ჰეპატიტის დიაგნოსტიკა (სისხლის შრატ./პლაზმ.) სწრაფი/მარტივი მეთოდით;
ზ) აივ ანტისხეულების განსაზღვრა (სისხლის შრატ./პლაზმ.) სწრაფი/მარტივი მეთოდით;
თ) სისხლის ჯგუფისა და რეზუსის განსაზღვრა;
ი) საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპული გამოკვლევა.
2
მეორე ვიზიტი - ორსულობის 18-20 კვირაზე:
ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;
ბ) მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ექოსკოპია (ნაყოფის სტრუქტურული ანომალიების გამოსავლენად).
3
მესამე ვიზიტი -
ორსულობის 30-32 კვირაზე:
ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;
ბ) ცილის რაოდენობის განსაზღვრა შარდში;
გ) ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში.
4
მეოთხე ვიზიტი - ორსულობის 34-36-38 კვირაზე:
ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია;
ბ) ცილის რაოდენობის განსაზღვრა შარდში;
გ) ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში.
This post has been edited by Dreamer_ta on 9 Feb 2017, 16:42