"ე" ვიტამინს ცალკე იღებთ ?
აუ მოკლედ მთელი კვლევა ჩავატარე

მე რომ ყველა საკითხს არ ჩავუღრმავდე ხო გამორიცხულია

დღიური ნორმა ორსულებისთვის არის 15 მგ. რაც პრინციპში პოლივიტამინებში შედის.
ხოლო ცალკე ე ვიტამინი არის მინიმუმ 100 მგ. მე დამინიშნეს 200 და ისიც 2 ჯერ,
ზოგ შემთხვევაში კი კარგია ეს ე ვიტამინი მაგრამ ასევე რაღაც კვლევა იყო ჰოლანდიაში და გულის დაავადებების რისკს ზრდის ბავშვისასო. ანუ ე-ს ჭარბად მიღება.
ნუ რადგან ჰემატომა მაქვს და ჰიპერტონუსი გადავწყვიტე დავლიო ეს 200 ოღონდ დღეში ერთხელ. და მერე ვნახოთ.
მოკლედ ვიტამინიც ვერ მიგიღია წყნარად რა.
ისე ნუშში, არაქისში, პარკოსნებში არის ბევრი და ნატურალურადაც შეიძლება მიღება.