ნინ აქ ჩამოთვლილი ბაღებიდან მე ვიცი რომ ანბანელა კარგი ბაღია, ჩემ მეგობარს დაყავს უკვე მეორე შვილი და შესაბამისად გამოცდილება მისგან მოვისმინე
აქვე დავწერ იმას რომ ყველა რეკომენდაცია რაც შენ მოგაწოდე "მეორე სახლთან" დაკავშირებით უკან მიმაქვს, გიო უკვე გადავიყვანე და მიზეზებს რამდენიმეს მაინც დაგიწერ.
1) სისუფთავე რომელიც ჩემთვის მიუღებელი იყო, დამლაგებელი გიოს რომ შევიყვანდი ბაღში მერე მხვდებოდა გზაზე მოსეირნე და სანამ გამოვიყვანდი გიოს უკვე მიდიოდა, ამ დროსაც ცხადია გზაზე მხვდებოდა, აქედან გამიჩნდა კითხვა როდის ლაგდებოდა ბაღი და როგორი ხარისხით, ასევე ხშირად მინახავს ბავშვები რომელ ოთახშიც იყვნენ იქვე რომ იქნევდა ცოცხს დამლაგებელი
2) უსაფრთხოება ჩემი შვილის შემთხვევაში პრაქტიკულად იღბალზე იყო დამოკიდებული, ბოლოს ისიც კი მოხდა რომ კოჭლობა დაიწყო, არადა რამდენჯერმე ვთქვი რომ არ შეიძლება 5 წლის ბავშვები გიჟებივით დარბოდნენ პატარების ოთახში, ერთხელ იმასაც შევესწარი ბავშვები როგორ ხტებოდნენ საწოლის მეორე სართულიდან და ძიძა ბოლო ხმაზე ყვიროდა ბავშვს არ დაახტეთო. გიოს კოჭლობის მიზეზი აღმოჩნდა რბილი ქსოვილის დაჟეჟილობა,
3) სათამაშოების სიმცირე, 1 წლის მანძილზე ისწავლა მხოლოდ ცხვირის მოწმენდვა

(ამას რომ ვამბობდი ხოლმე თან მრცხვენოდა იქნება ჩემი შვილია ლენჩი და ვერ სწავლობს თქო, მაგრამ სულ რაღაც 6-7 დღეა დადის ახალ ბაღში და რა სასიამოვნო ყოფილა საღამოობით იმის მოსმენა თუ როგორ გიყვება ჯერ კიდევ გაუგებრად რაგაც ლექსს

)
4) კვებაში არ ვერეოდი მიუხედავად მოსმენილისა მაგრამ მერე ვნახე როგორ გაპუტა ჩემმა შვილმა სხვა ბავშვი მეოთხედი ფუნთუშის გამო

5) იქ მომუშავე მასწავლებელ-ძიძებიდან ზოგს საკუთარი შვილის გაზრდის გამოცდილებაც კი არ აქვს, იმაზე ზედმეტია საუბარი, ბაღში იყოს ნამუშევარი და ა.შ.
6) ვირუსები - უკან არ აბრუნებენ არც სურდოს შემთხვევაში, არც ხველების, არც კონუნქტივიტის, ტოვებს ზოგი მშობელი 3-4 სახეობის წამალს, ისიც კი მოვისმინე ამ დღეებში მიუღიათ ჯერ ისევ ჩუტყვავილით დაკოპლილი ბავშვი, იმიტომ რომ მშობელმა მიიყვანა და უთხრა უკვე მორჩენილია, და ეს გამონაყარი აღარაფერს ნიშნავსო

7) ტარიფი - 1 წლის შემდეგ აღმოვაჩინე რომ მე ვიხდიდი განსხვავებულ ტარიფს, ვინც კარგად შეევაჭრა ის უფრო ნაკლებს იხდიდა...
მეტის დაწერაც შეიძლება მაგრამ ვფიქრობ ესეც საკმარისია იმისთვის რომ გადამეყვანა
* * *
anano-ana