გოგოებო 1 წლის ბავშვისთვის შემწვარი კვერცხი (ცილაც) გიჭმევიათ?
გუშინ ვიყავით თავის პედიატრთან და უკვე შეგიძლია ცილიანად მისცე და კვირაში ორჯერო.შეგიძლია ,,tortilla fracesa''-ც შესთავაზოო.დამავიწყდა კიტხვა ზეთში შევუწვა თუ უზეთოდ.
zedkaმე ვაძლევ 8 თვიდან მწვანე(როგორც შენ თქვი ხაკისფერ) ოსპს,ხბოს ხორცთან და ბოსტნეულთან ერთად.
არ მეზარება და დაგიწერ დაწვრილებით.

8 თვიდან მხოლოდ შემდეგი ბოისტნეულით:კარტოფილი,სტაფილო,პამიდორი,ხახვი,ნიახურის ღერი,პრასი,მწვანე ლობიო(ოსპს თუ ვუმატებ,მაშინ მწვანე ლობიო არ უნდა)როცა უკვე სხვა სახის ბოსტნეულის დამატებაც შეიძლება,უფრო მრავალფეროვანი გავხადე სუპ-პიურე.
ასე ვამზადებ:
გავარჩიოთ და გავრეცხოთ ოსპი.დავფაროთ წყლით და მოვხარშოთ.
ხორცი გავრეცხოთ და მხოლოდ წამოვადუღოთ.ვინაიდან ხბო მალე იხარშება,მხოლოდ წამოდუღებულს ვამატებ სუპ პიურეში.ძროხის ხორც უფრო მეტ ხანს უნდა ხარშვა და გინდა ცალკე მომცრო ქვაბში მოხარშე და უკვე მოხარშული მერე დაამატე სუპ-პიურეში,გინდა წამოადუღე,აგადაუღვარე ანადუღარი წყალი,ხალი წყალი დაასხი მიიყვანე მოხარშვამდე და ცოტა რომ დააკლდება მერე ჩახარშე კარგად სუპ-პიურეში.
ე.ი.მოზრდილ ქვაბში ვყრი ყველა იმ ბოსტნეულს,რასაც ვაძლევთ ასაკის მიხედვით.(წინასწარ გარეცხილი და დაჭრილი უნდა იყოს და ჩაყრილი ცივ წყალში 20-30 წთ-ით.თუმცა შეგიძლია ეს ეტაპი გამოტოვო,თუ ასე მიიჩნევ საჭიროდ.მე სულავას მიხედვით შედგენილ მენიუში ამოვიკითხე და ასე ვაკეთებ).
ბოსტნეული დავფაროთ წყლით,სასურველია ბევრი წყალი არ დავასხათ.იმდენი,რომ მხოლოდ დაიფაროს.ისე ცოტაც არა რომ მოხარშვამდე ჩაიკრას ძირში.
როცა ვნახავთ რომ სტაფილოს და კარტოფილს აკლია მოხარშვამდე,ვამატებთ წამონადუღებ ხბოს ხორცს,მოხარშულ ოსპს და 3-4 ღერ ოხრახუშს და 3-4 ღერი კამას.ვხარშავთ კიდევ 15 წუთამდე.მწვანილი უნდა გამუქდეს.მერე გადმოვდგამთ ცეცხლიდან და დაველოდებით გაგრილებას.გაგრილების მერე ამოვალაგებთ მწვანილს(ჩავწუროთ) და ნიახურის ღერებს,თუ წვენი ბლომად არის გადმოვწურავთ წვენს ჯამზე.დავაბლენდერებთ ქვაბშივე ხორციან/ოსპიანად ბოსტნეულს.თუ შევატყობთ რომ სუპ-კრემის კონსისტენცია სქელია,შევათხელებთ თავისივე წვენით და მზადაა.მე 200-200 გრამს ვყინავ საყინულეში 4-5 კვება სუპ-პიურეს.თევზს და წიწილს ვაკეთებ ბოსტნეულის სხვადასხვა კომბინაციაში.ხბოს ხორცს კვირაში სამჯერ ვაძლევ.ორ მიღებაზე ოსპი+ხბოს ხორცი+ბოსტნეული/მწვანილი.მესამე მიღებაზე გუფთას ვუმზადებ.
ხო და ერთ-ერთი მთავარი,თეფზე გადმოღებულ სადილს უკვე შემთბარს ვამატებ 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთს ვირჯინ ექსტრას.
ოსპი გემრიელი თუა?კი,ძალიან.მომზადებისას ისეთ სუნს აყენებს მე და ჩემს ქმარსაც გვინმდება.ანას ყველა სხვა საჭმელზე მეტად უყვარს,მისი ფავორიტი ბლუდაა.
რამდენი ვწერე. ანას ძინავს და ვისარგებლე.
chupa82ჩემი გოგო ახალი გადასული რომ იყო დამატებით კვებაზე,ვაშლის ხილფაფა შველოდა შეკრულობისას.ასევე თუ სვამს წყალი დაალევინე ხშირად,ეს ძალია შველის.შენ ალბათ სქელ ფაფას აჭმევ და არა ბოთლით.იქნება ცოტა გაუთხელო დასაწყისისთვის და ამან დაეხმაროს კუჭნაწლავს ახალი საკვების გადამუშავებაში.
This post has been edited by დოლორეს on 12 Sep 2013, 17:49