ძალიან დიდიხანია მინდა დავწერო და ვერ მოვახერხე. ძველ იუზერებს შეიძლება ვახსოვარ კიდეც, ახლები რათქმაუნდა არ მიცნობთ, მაგრამ ძალიან გგულშემატკივრობთ ყველას და ძალიან, ძალიან კარგად მესმის ნებისმიერი თქვენთაგანის განცდები. მე 7 წელი ველოდი ჩემ ნიკოლოზს და ძალიან ბევრი გამოვიარე, მაგრამ რადგან მე დღეს დედა ვარ, მაქვს უფლება გითხრათ რომ შეუძლებელი თურმე არაფერია.
ჩემი ისტორია ძალინა გრძელია. მოკლედ რომ გითხრათ: 5 ოპერაცია, დიაგნოზი IV ხარიასხის მწვავე ენდომეტრიოზი (ვისაც კი ჩაუხედავს ჩემ მუცლის ღრუში, დღემდე ასეთი აარფერი უნახავთ

), ეფესგე 36 (ამოწურული კვერუჯრედების მარაგი), 1 მილი, ნაოპერაციები საშვილოსნო, თითქმის მიძინებული საკვერცხეები .... დიაგნოზი: უშვილობა!!!, ექიმის რჩევა: სასწაულები ხდება, შენ შემთხვევაში ამის იმედი უნდა გქონდეს მხოლოდ. ბოლოს საკითხი დადგა ჩემი ჯამრთელობის გადარჩენაზე და არა შვილის ყოლა-არ ყოლაზე.
არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება, აი, როცა არ ელოდები, მაშინ მოხდება, არ იფიქრო ამაზე ...... ძალია, ძალიან უსარგებლო რჩევებია, უსარგებლო კი არა უბრალოდ შეუსრულებადი. არვიცი თქვენ რამდენად მორწმუნეები ხართ, არც მე ვიყავი ძლიერი მორწმუნე და ძალიან ეკლესიური ადამიანი, მაგრამ ჩემმა განსაცდელმა, მორიგი ოპერაციის მოლოდინმა,ექიმების სასოწარკვეთილებამ (ვადიმს მგონია ყველა იცნობთ, ბოლოს ხელს არ მკიდებდა და მეუბნებოდა, მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე შენ დაგინახო დერეფანშიო, იმიტომ რომ ადამიანურად მეტირება შენ რომ გხედავო) სამსახურის შესვენებისას შემიყვანა ეკლესიაში, ვიპოვე ჩემი მოძღვარი და მივყევი მას. ვერ აგიხსნით როგორი მშვიდი გავხდი, განა იმიტომ რომ იმედი გამიჩნდა, არა, აქ იმედზე არ იყო საქმე. აქ ლაპარაკი იყო, ჩემ ცხოვრებაზე, რამდენად დიდიხნით შევძლებდი საოპერაციო მაგიდისგან შორს ყოფნას

ისევ ჩემი გადარჩენის მიზნით, მორიგი ოპერაციიდან გამოვარდნილს ვადიმმა სასწრაფოდ ხელოვნური განაყოფიერების გაკეთების უფლება მომცა. ესეც ერთხელ ცდის უფლება მქონდა, რადგან მე მაინც ვფიქრობდი შვილზე და ცხოვრების ბოლომდე საკვერცხეებს გათიშვაზე არ ვიყავი თანახმა

დავიწყე მომზადება ხელოვნურისთვის, და .... ისევ საოპერაციო გავხდი, ეხოზე გამოჩნდა სითხე მუცლის ღრუში . თათია თუღუშმა 2 დღე აიღო გადაწყვეტილების მისაღებად, ანუ ეხლავე გამეკეთებინა, თუ საფრანგეთიდან დავლოდებოდით რეზო ბოჭორიშვილს, რომელმაც ბოლოს ვადიმთან ერთად გამიკეთა ოპერაცია. პარასკევი იყო, ამიტომაც ჩემ ქმარს ვთხოვე სარკის წმინდა გიორგის მონაასტერში წავსულიყავით (სავარაუდო ოპერაციაზე არავისთვის მითქვამს, არც ჩემი ქმრისთვის). ძალიან მჯეროდა სარკის მონასტრის, ფორუმელი 007-ის ამბის შემდეგ, რომელიც სულ მეუბნებოდა რომ წავსულიყავი

მამა გიროგიმ დაგვლოცა, გადგვიხადა პარაკლისი და გამოსვლის წინ მაჩუქა წმინდა ნიკოლოზის ხატი, მითხრა რომ ის შემეწეოდა. ორშაბათს დილას (წმ. ნიკოლოზის ხატით) მივედი თათიასთან განაჩენის მომსასმენად. ეხოზე სითხე აღარ აღმოჩნდა!(დღემდე რომ არ მქონდეს ეხოს ფოტო, დავიჯერებდი რომ თათია შეცდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს სითხე მეც ბევრჯერ მინახავს და ვიცი როგორც გამოიყურება). თათია დაიბნა და გახარებულმა დავიწყეთ სტიმულაცია (უკვე დავწერე რომ ეფესგე 36 მქონდა და ამის გამო იმედი დიდად არ გვქონდა). სტიმულაციის შედეგად გაიზარდა მხოლოდ 1 ფოლეკულა, ისიც მძინარე მარჯვენა საკვერცხეში, რომელიც სულ ამოჭრის კანდიდატი იყო

თათიამ მირჩია თანხა ტყუილად არ დამეხარჯა და დონორის კვერცხუჯრედი გამომეყენებინა. რათქმაუნდა უარი ვთქვი. ვუთხარი, რომ ეს ჩემი ბოლო ცდა იყო და რაც იქნებოდა, იქნებოდა. თუ არ გამოვიდოდა, მე შევეგუებოდი აზრს რომ მე შვილი არ მეყოლება არასდროს და დავნებდებოდი. გიჟივით შემომხედა და გავფრინდი. კიევშიც უიმედოდ მიმიღეს, მაგრამ .... ჩემ 1 ფოლეკულაში აღმოჩნდა 1 კვერცუჯრედი (ვერ იჯერებდნენ

), ჩემმა ენდომეტრიოზმა და ოპერაციებმა შედეგად ის მომცა რომ 2 დღე დაგვჭიდა კვერუჯრედი გადატანაზე. საშინელი ტკივილი გადავიტანე. თვითონვ ჩერდებოდნენ, არ გვავქვს უფლება ასეთი ტკივილი გადაგატანინოთო, ალბათ არ გამოვაო და იქნებ სურაგატზე იფიქროო. უარი რომ ვთქვი ანესთეზიოლოგი შემოიყვანეს დამიტხრეს დაგაძინებთ, მაგრა თუ მაინც არ გამოვიდა, სხვა გზა არ გვაქვსო (წმ. ნიკოლოზის ხატი სულ თან მქონდა და გულში ვლოცულობდი. ერთხელაც კი არ მიტირია, ძალიან ძლიერი ვიყავი, უბრალოდ სულ ჩემ ქმარზე მეფიქრებოდა, ის რომ ასეთი იმედით იყო და არაფერი გამოსულიყო, მხოლოდ ამიტომ ვერ გადავიტანდი. ამიტომაც ვცდილობდი ნებისმიერი ტკივილი ამეტანა, მითუმეტს, როცა მხოლოდ 1 ნაბიჯი მაშორებდა ჩემი შვილისგან). როცა ანესთეზიის მომზადება დაიწყეს, უცბად დაიყვირა ექიმმა გადავიტანეო. აი აქ რომ ადვიწყე ტირილი, ვეღარ გავჩერდი

თუმცა იქვე მიტხრეს, რომშანსი იმის რომ ორსულობა დადგებოდა, რათქმაუნდა მცირე მქონდა, ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე (ნუ ისედაც ხომ დაბალი %, მაგრამ მე კიდევ უფრო შემიმცირეს

). ჩამოვფრინდით თუ არა, ჩემმა მოძღვარმა მომიბრძანა წმ. ნიკოლოზის ხატი, ზუსტად ამ დროს მომიწია ანალიზმა და აღმოჩნდა რომ ორსულად ვიყავი. ბევრი ვწერე, მაპატიეთ.
შემდეგ მთელი 8 თვე ვიწექი. აქედან 4 თვე მხოლოდ ეკლესიში დავდიოდი ზიარებაზე. 4 თვის ვიყავი ყელი დამიმოკლდა (10 მმ მქონდა), ნაკერი დამადეს ძლივს და მითხრეს რომ ვერ შევინარჩუნებდი. თუმცა 4 თვე გაუნძრევლად ვიწექი და 36 კვირამდე მივაღწიე. შემდეგ დამეწყო მაღალი წნევები, ცილები .... და გამოვაძვრინეთ ჩემი ნიკოლოზი. 7 წელი ყოველდღე ვფიქრობდი და ვოცნებობდი ამ მომენტზე, როცა ჩემ შვილს შევხვდებოდი... მაგრამ ეს დღე არ მახსოვს, შეხვედრაც ძალიან მოკლედ გვქონდა, საკისროსა და შემდეგი ოპერაციის შორის მონაკვეთში. რომ არა ჩემი ქმრის გადაღებული ვიდეო, დღემდე ვერ ვიტყოდი როგორ შევხვდი ჩემ შვილს
მშობიარობის წინა დღეს გავრისკე და პირველად 4 თვის განმავლობაში ზიარებაზე წავედი (არ ვიცოდი რომ ვიმშობიარებდი, უბრალოდ ძალიან მინდოდა). ჩემმა მოძღვარმა ღვთისმშობლის ხატი დამკიდა, რომელიც მსობიარობის დროს შეგეწევაო. კი ვიცი რომ შენთვის ჯერ ადრეა, მაგრამ მინდა შენთან იყოსო. ღამე სამსობიაროში გამაქანეს. საკეისრო შემდეგ, დამეწყო მუცელში გაჟონვა. ექთნებმა მიუხედავად იმისა რომ მორფიც კი არ მიყუჩებდა ტკივილს, მაინც გადამიყვანეს პალატაში, მიტხრეს რომ ყველას ტკივა საკეისროს შემდეგ (ეს ხომ მართლა ასეა და არ არის აუცილებელი საშინელება გჭირდეს). 2 საათში ცემი ექიმი გამოიძახეს სახლიდან და ეხოს აპარატით ჩემ სართულზე მოვიდა პაციენტთან, რომ მნახა საშინლად ვიტანჯებოდი, მოდი გნახავო. გაჟონვა მქონდა და მომისწრო, შემაქანეს საოპერაციოში. მჯერა რომ არა ღვთისმშობლის ხატი მე იმ ღამეს სავარაუდოდ ვერ გადავრჩებოდი. რადგან ღამის პირვლი საათი იყო და ექთნებმა მორიგი დიაზეპამის შემდეგ ჩამიქრეს შუქი დაიძინეო. ჩემი ექიმი კი მეორე დღის 9 საათამდე არ უნდამოსულიყო. აი ასე გადამარჩინა ღვთისმშობელმა.
მთელი სამშობიარო ჩემზე ლაპარაკობდა, რადგან ექიმებისთვისაც კი ეს იყო სასწაული. არცერთი თეორიული შანსი არ მქონდა იმის რომ დედა გავმხდარიყავი, მაგრამ უფლის ნებით ყველაფერი ხდება, სასწაულები ხდება!
დაგღალეთ, მაპატიეთ, მაგრამ მინდა რომ როცა იმედს დაკარგავთ ან დაგაკარგინებენ, გთხოვთ გაიხსენეთ ჩემი ამბავი და დაიჯერეთ რომ შეუძლებელია არაფერია.