IFFYარ ავწონილვარ 22 კვირის მერე, მაგ დროს ვიყავი 68 ანუ 3.5 კილო მქონდა მომატებული და ეხლა არ მგონია 6 კილოს ავცდენოდი, ისედაც არ ვყოფილვარ გამხდარი, და დიდად არ შემტყობია, მუცელი მეზრდება მარტო მგონი

რა ვიცი ტკბილეულს იმდენად არ ვეტანები, ცომეულსაც არ ვჭამ, თითქმის სულ ვმოძრაობდი, ვმუშაობდი 6 თვემდე და ალბათ ამან მიშველა რომ ბევრი არ მოვიმატე, თან 3 თვემდე ვერ ვჭამდი თითქმის საჭმელს სულ გული მერეოდა და გავხდი ძალიან, თორემ დაორსულებამდე 70 კილო ვიყავი და ეხლა უფრო გამხდარი ვარ მგონი ვიდრე მანამდე
* * *
SPCსეირნობა აუცილებელია, არ მოდუნდე და არ ცაჯდე სახლში, ორსულობა ბერვს ავადმყოფობა გონია, მაგრამ თუ არაფერი გაწუხებს და ჯანმრთელი ორსული ხარ უნდა იცეკვო კიდეც, უნდა ისეირნო ბევრი და იმოძრაო სულ, რა თქმა უნდა დასვენებაც აუცილებელია, მაგრამ უმოძრაობა ისევ ბავშვისთვის არის ცუდი და შენთვისაც რა თქმა უნდა
მე ისეთ დაძაბულ რეჟიმში მომიწია იმ ჰემატომის და 1.5 თვის სახლში ყურყუტის მერე რომ მასე რაღაც უბედურება უნდა დამმართნოდა

ორი თვე ვიმუშავე, 2 ღამე ზედიზედ ღამის თევა მომიწია და კი ვრისკავდი მაგრამ მაინც კარგად ვიყავი და მჯეროდა რომ არაფერი დაუშავდებოდა პატარას და არც დაშავებია, პირიქით, უფრო მხნედ და ყოჩაღად ვიყავით მეც და ჩემი გოჭიც
"პატიოსნება გრიპი არ არის, რომ ორ ან სამ თვეში გაგიაროს, პატიოსნება უკურნებელი და გადამდები სენივით უნდა გვჭირდეს და მასთან ერთად ჩავიდეთ სამარეში..."
/ნოდარ დუმბაძე/