დილამშვიდობის გოგოებო
buttercupხიზილალა მე როგორც წავიკითხე კარგია ძალიან იგივე ვიტამინებს შეიცავს რაც თევზშია

მე არც ერთხელ არ დამირეკია ექიმთან, სულ ინტერნეტში ვიქექები, მანდ უფრო ახალი ინფორმაცია არის ხოლმე
მანიაჩკავაიმე რა მაგარია

მე სიამოვნებით კიდე გავიკეთებდი 4დ-ს, 3დ საშინლად არ მომეწონა...
შენ რამდენი კვირა გაქვს უკვე?
აუ გუშინ საშინელი დღე მქონდა... ჯერ ჩემმა ექიმმა მომიშალა ნერვები შემდეგ პსპ-მ
ექიმთან უნდა მივსულიყავი 26 ნოემბერს. რო მივედი აღმოჩნდა რომ იტალიაში ისვენებს...და ტელეფონი გათიშული აქვს რა თქმა უნდა. ვიკითხე რეგისტრატურაში და მითხრეს რომ 10 დღეში ჩამოვა. არა და მე მათითაშვილთან ვიყავი ჩაწერილი და მიმართვა მჭირდებოდა პსპ-სთვის. ნუ კარგი, ეს გადავყლაპე არ წავედი ეხოზე და გადავდე 10 დღით. ჩავეწერე თავიდან მათითაშვილთან ისე რო დილით მივიდე ექიმთან ავიღო მიმართვა პსპ-ში, და შემდეგ 12 საათისთის წავიდე ეხოზე. მივედი და... არ ჩამოსულა თურმე ჩემი ექიმი, 10-ში ჩამოდისო... აი მანდ ამასხა! ჩემი ქმარი საერთოდ გაცოფდა! ჩავედით რეგისტრატურაში და ჩემმა მეუღლემ სანამ არ გაუტრაკა მენეჯერს არავინ არც შემოგვხედა. ბოლოს ვიღაც სხვა გინეკოლოგთან გადარეკეს და ტელეფონით ჩააწერინეს მიმართვა ეხოზე.
მივუტანე პსპ-ში ეს ფურცელი და მეუბნებიან რომ აქ არ წერია რის საფუძველზე უნდა გაიკეთოთ ეხო. ხო არაფერი გაწუხებთო. მეთქი გეგმიური ეხოა და თან მტკივა მუცელი და ბავშვიც ძალიან მოძრავია(ეს მოვიგონე რა თქმა უნდა)

ნუ ამაზე უკვე იძულებული იყო რომ დაეწერა ანაზღაურება.
შემდეგ წავედით ეხოზე, ნუ მაგაზე მე უკვე მოგიყევით რომ ადრე. ასე დამთავრდა პარასკევი...
ეხლა გუშინ მოვედი ჩემს კლინიკაში ექიმთან რომელიც უკვე ზუსტად უნდა ჩამოსულიყო. ვნახე რო მოსულია და ვზივარ ველოდები კაბინეტთან. უცებ ვხედავ როგორ შედის სხვა ექიმის კაბინეტში და გაქრა სადღაც 15 წუთით! მივედი მანდ და მესმის როგორც უყვება თავის დაქალს იტალიის მოგონებებს
ძალიან გავმწარდი თან სამსახურში მაგვიანდებოდა საშინლად! ბოლოს როგორც იქნა გამოვიდა და დამიწერა მიმართვა ცილებზე, ჰემოგლობინზე და თავის კონსულტაციაზე. ამ მიმართვით მივედით ისევ პსპ-ში და რას გვეუბნებიან! რატომ გჭირდებათო კონსულტაცია და ანალიზეი ამ ვადაზე? რამე გაწუხებთ? არ არის დასაბუთებულიო. მეთქი არ ვიცი, რატომ, მე ექიმი არ ვარ, როგორც მითხრა და დამინიშნა ესე უნდა მოვიქცე. არაო თქვენ 33 კვირაზე გეკუთვნითო ეს ყველაფერი უფასოდ ვაუჩერით და ეხლა რო გამოგიწეროთ ეს ყველაფერი დასაბუთება გვჭირდება, რამე ჩივილები უნდა გქონდეთ

მეთქი წადით და გაარკვიეთ ეს ყველაფერი ჩემ ექიმთან! არ დაეზარა, წავიდა და მნოვიდა ისევ დაუზუსტებული პასუხით-თქვენმა ექიმმა მითხრა რომ საჭიროა ყოველთვიური კონტროლი ამ ცილების და ჰემოგლობინის, რო მივხდე რამე გჭირს თუ არა! და ჩივილები თუ არ გაქვთო მე ვერ დაგიწერო. გიყურებო და აბსოლუტურად ჯამრთელი გოგო ხარო რატო უნდა გჭირდებოდეს ეს ანალიზები? ამაზე კინაღამ გავგიჟდი! ესე იგი ერთი შეხედვით თურმე შეიძლება გაგება ჯამრთელია ორსული თუ არა და ესაჭიროება ანალიზები თუ არა!
მოკლედ 1 საათი ვიჯექით მანდ! უკვე პრინციპის საკითხი იყო. ბოლო ბოლო ტყუილად იხდის სამსახური ამ 70 ლარს ამ დაზღვევაში?! 600 ლარიანი ლიმიტი მაქვს ორსულობაზე და რატომ უნდა დაიკარგოს?! გატრაკების მერე გამოგვიწერა როგორც იქნა მიმართვა მაგრამ ნერვები უკვე არ მივარგა....
უფ რამდენი დამიწერია

უბრალოდ ძალიან გავმწარდი და მინდდა თქვენთვის რო მომეყოლა