დედა რა ამბავი ატეხილა დალაგებაზე და ქმრებზე

ეს 3 დღე დედამთილი მყავდა სტუმრად და შევეცოდე ქალს აშკარად, ჩემი ქმარი ბევრი ბევრი შეშას თუ დაცეხავს და პროდუქტს თუ ამომიტანს მაღაზიიდან თორემ სხვა ყველაფერს ან მამიდა აკეთებს ან მე

ვანა ტუალეტსაც მე ვხეხავ კვირაში ერთხელ, და იატაკის სველი ტილოთი გამოწმენდას დიდი შრომა და ჯაფა არ ჭირდება ამასაც ვაკეთებ, ერთი რაც არის ვერ ვგვი და ვერ ვწევ მძიმეებს, ცივი წყლის გამო ჭურჭელს ვერ ვრეცხავ და მორჩა, თორემ საჭმელი თუ არის გასაკეთებელი და ვერ მოასწრო მამიდაჩემმა მე მიწევს გაკეთება, აბა ვინ ამოვა და ვინ გამიკეთებს? საჭმელს კიდე ყველა თავისთვის ჭამს ვისაც როგორ უნდა და რა დროსაც უნდა, დიდად არც მაგაზე მადგება ჯაფა

ერთი ქმარი მყავს მოსავლელი და ისიც თუ ხედავს რომ მე ვერ ვარ კარგად თვითონაც კარგად იმზადებს როცა შია

რა ვქნა ნამდვილად ვერ დავაჭერინებ ქმარს ცოცხს და აქანდაზს ხელში როცა ქალია სახლში, ვერც ჭურჭელს დავარეცხინებ, მარტოები რომ ვიყოთ კიდე ხო, მაგრამ მამიდა მეხმარება და ქმარი იმდენად არ მეჩაგრება ამ შემთხვევაში
* * *

ჩემი დედამთილის გადამკიდე ვერ დავრეკე ვერ ციტოში და ვერც სხვაგან რომ სერგოსთან ჩევეწერო, ხვალ დავრეკავ და თუ არ ჩამწერეს იქნება მივიდე ისე ცოცხალ რიგში და რამენაირად შევეკვეხო

მინდა ვნახო და 30 კვირის და 2 დღის ვარ უკვე, დღეს გავაცილეთ "დედიკო" და ისე ცუდად გავხდი გზაში კინაღამ გული შემიწუხდა, 3 კვირაა სახლში ვარ და ისე გადავჩვეულვარ ხმაურს და ხალხს რომ წნევამ ამიწია

რა მეშველება მე არ ვიცი, ხვალ ანალიზებზე და კონსულტაციაზე მივდივარ და როგორ მივაღწევ იქამდე და უკან როგორ მოვალ არ ვიცი
აქ მახსოვს ვიღაცა წერდა ხელები მტკივაო და ნორმალურია? 8 თვეში ვარ უკვე თითქმის და ისე მიბუჟდება მთელი დღე გამაგიჟა უკვე, გაშლა მოხრის დროსაც მტკივა თითები და სანამ ანალიზების პასუხებს გავიგე ჩემი დამემართება, იმედია არაფერია ისეთი და იცის ეს ყველაფერი ორსულობამ...
"პატიოსნება გრიპი არ არის, რომ ორ ან სამ თვეში გაგიაროს, პატიოსნება უკურნებელი და გადამდები სენივით უნდა გვჭირდეს და მასთან ერთად ჩავიდეთ სამარეში..."
/ნოდარ დუმბაძე/