natinati77te-amoSnowFlakesserapitaanano_991noniko77ათულიაsofia1234catherina_10Tinker Bellყველას უუუდიდესი მადლობა გოგოებო, გაბრუებული ვარ მთელი დღეა. ალბათ ექოსკოპიაზე რომ ვნახავ პატარა წერტილუკას მერე უფრო დავმშვიდდები
ახლა ჩემს ამბავს რაც შეეხება, ბევრჯერ დამიწერია მგონი... კიდევ მოვყვები, იქნებ ვინმეს რამეში გამოადგეს.
2 წელი და 8 თვეა წეროს ველოდები. მეუღლე მეზღვაურია, დაახლოებით 6 თვის შემდეგ მივედი ექიმთან უბრალოდ პროფილაქტიკისთვის, აღმომაჩნდა მაღალი პროლაქტინი და მულტიფოლიკულოზი, ბრომოკრიპტინის ფონზე მალევე დაიწია და წამოვიდა სტაბილური ოვულაცია. ფოლიკული თავისით მწიფდებოდა და სკდებოდა, ენდომეტრიუმიც ნორმალური, ქმრის ანალიზებიც მშვენეირი ოღონდ შედეგი არ ჩანდა.
შემდეგ "გაარკვიეს" რომ მილები მაქვს გაუმტარი და ჩემით წავედი ლაპარასკოპიაზე ვადიმთან. ვადიმმა მითხრა შენი ანამნეზის მიხედვით მილები გამტარი უნდა იყოს და დაიცადეო, ჩემი დაჟინებული თხოვნით მაინც გავიკეთე. მილები აღმოჩნდა გამტარი, როგორც გაარკვიეს პრობლემა იყო ძალიან უკან გადახრილი საშვილოსნო. (ვადიმი მეუბნებოდა ასეთი არაფერი მინახავს, ამობრუნებულ ნიჩაბს გავდაო). დამიმოკლეს საშვილოსნოს იოგები, ანუ თუ სწორად ვხვდები გაასწორეს რამდენადაც შესაძლებელი იყო საშვილოსნოს მდებარეობა.
ამის შემდეგ ჯერ 3 თვიანი თავდაცვა, შემდეგ უშედეგო ლოდინი. ბოლოს გადავწყვიტე სტიმულაცია. თათიასთან ზედიზედ ორჯერ გაკეთებულმა სტიმულაციამ შედეგი არ მომცა. 3-4 ფოლიკული მოდიოდა და სკდებოდა, მაგრამ მაინც.
მერე დასვენება გადავწყვიტე. ჩემი ქმარიც ძალიან მომეხმარა, თვითონ მითხრა არ ინერვიულო შემდეგი რეისიდან ჩამოვალ თუ არა უკრაინაში წავიდეთო. ჰოდა რაღაცნაირად ეტყობა ხელი ჩავიქნიე, მოვდუნდი. პლუს გადავაგდე ჩემით ბრომოკრიპიტინი, რომელიც, როგორც წინა ექიმი მებნებოდა დაორსულებამდე უნდა მესვა.
ერთადერთი რაც გავაკეთე ამ თვეში იყო ოვულაციის ტესტი. ბაზალურის ამბები არ ვიცი. ტესტმა დადებითი აჩვენა და როგორც ჩანს იმ ღამეს გამიმართლა, მერეც ბევრი არ მიფიქრია ამაზე, სამსახურში ძალიან დაძაბული თვე იყო.
დღეს ისე მალე აანთო ისეთი მკვეთრი წითელი თვალებს არ ვუჯერებდი. ისე ვკანკალებდი ტესტი ხელში ვერ დავიჭირე , რომ ქმრისთვის მეჩვენებინა.
ბევრი ვწერე, არ მიყვარს რჩევები ამ თემაზე, მაგრამ ჩემი ამბიდან რაც შემიძლია დავასკვნა
1. ალბათ მოდუნება და ყურადღების გადატანა (რაც მეგონა გამომდიოდა და თურმე არა. ქმარს რომ ლამის კიევის რეისების და ბილეტების ფასების გარკვევა არ დაეწყო არც გამომივიდოდა).
2. 2 წლიანი უშვილობის შემდეგ ლაპარასკოპია მგონი იდეალური გამოსავალია. არასდროს მქონია მოუწესრიგებელი მენზი, მაგრამ ლაპარასკოპიის შემდეგ მენზის პირველი დღეების ტკივილიც მომეხსნა თითქმის. 9 თვის შემდეგ კი ჩემი ნანატრი დღეც დადგა.