მოგესალმებით ყველას რამდენიმე დღის წინ დავრეგისტრირდი ფორუმზე და ჯერ კიდევ გარკვევის პროცესში ვარ მოკლედ მოგიყვებით ჩემს ამბავს და მითხარით მაქვს ნერვიულობის საფუძველი თუ არა ექვსი თვეა რაც გავთხოვდი, გათხოვებიდან ერთ თვეში აღმომაჩნდა ფიბროადენომა, გავიკეთე ოპერაცია და სამ თვეში დაორსულება არ შეიძლებოდა, ამიტომ თავს ვიცავდი, მერე ციკლიც ამერია, ერთი თვე საერთოდ ჩავაგდე (არც ადრე გამოვირჩეოდი მოწესრიგებული ციკლით). პირველ ნოემბერს მქონდა მენსტრუაცია, ახლა პირველ დეკემბერს ველოდი, მაგრამ აღარ დამადგა საშველი. ტესტი რამდენჯერმე ჩავიტარე და უარყოფითია. მაინტერესებს არის შანსი, რომ ორსულად ვიყო და ტესტი არ აჩვენებდეს? და კიდევ თუ ორსულად არ ვარ, როდის ჯობია ექიმთან მისვლა-ახლავე თუ ჯერ მენსტრუაციას დაველოდო. რომელ ექიმს მირჩევთ? წინასწარ მადლობა ყველას, ვინც გამომეხმაურება
ანანოს დიდი მადლობა

რომელ გინეკოლოგს მირჩევთ? თამუნა გოგოლაძეზე რა აზრის ხართ? ვინმეს ჰქონია შეხება?