გოგოებო გამარჯობათ. მე ახალი ვარ

მინდა ჩემი ისტორიის შესახებ მოგიყვეთ

2 წლის წინ გავთხოვდი,ორსულობა 2 თვეში დადგა ძალიან მიხაროდა მაგრამ სამწუხაროდ 10 კვირაზე შემიწყდა ტყუპი ნაყოფი.. გამომფხიკეს

.. 8 თვის შემდეგ ჩემმა ტესტმა ისევ 2 ნანატრი ხაზი აჩვენა მეგონა ყველაფერი კარგად იქნებოდა,მაგრამ გარე ორსულობა დამიდგინდა,გამიკეთდა ლაპარასკოპია და დავრჩი ერთი მილის იმედით.. 3 თვე რეგულონს ვსვავდი თავს ვიცავდით,შემდეგ იყო გამოკვლევები ვირუსებზე და ბევრ სხვა პათოლოგიაზე. ანალიზები ჩემმა ქმარმაც ჩაიტარა იქაც ყველაფერი რიგზე იყო.. მაგრამ ორსულობა არ დგებოდა.. 3 თვის წინ რეპროდუქტოლოგ ნანა ჯანელიძესთან მივედი რომელმაც უბრალოდ ცოტა ხანი ორსულობაზე ფიქრი ამიკრძალა

და ძვირად ღირებული ვიტამინები დაგვინიშნა მე და ჩემ მეუღლეს.. უკვე აღარ მქონდა იმედი რომ ინ ვიტროს გარეშე რამე გამოვიდოდა, 1 მილით

მაგრამ 29 ოქტომბერს სრულებით უიმედოდ წავედი აფთიაქში და ტესტი ვიყიდე რომელმაც 2 ვარდისფერი ნანატრი ხაზი აჩვენა.. ეხლა ვარ 12 კვირის ორსული და ველოდები ბიჭს

ასე რომ ნუ დაკარგავთ იმედს,ყველა ქალი ღირსია შვილის ყოლის და უფალი მოწყალეა

სანამ გავიგებდი ორსულობის შესახებ მოვილოცე დირბის ღვთისმშობლის დედათა მონასტერი,მართლა უდიდესი მადლია და ყველას შეგეწიოთ დედა ღვთისმშობელი

ყოველთვის ვკითხულობ თქვენს პოსტებს და გადავწყვიტე მეც დამეწერა