ჩემი ქმრის ოჯახმა ჩემი ბოლო ორსულობის შესახებ არც კი იციან არაფერი
ასევე არ იციან ინ-ვიტროს შესახებ, არც ლაპარასკოპიის შესახებ.
არც იმის შEსახებ დავდივარ თუ არა ექიმებში, ვიტარებ თუ არა რაიმე პროცედურებს და ა.შ
იციან რომ არ მსიამოვნებს ამ ტემაზე ლაპარაკი და არც მეკითხებიან არაფერს.
მხოლოდ ერთხელ უთქვიათ ჩემი ქმრისთვის ბავშვი ხომ არ აგეყვანათო.
ვიცი რომ გული შესტკივათ და ყველაფერი რომ მოუყვე რას ვაკეთებ და როგორ ვწვალობ უბრალოდ გული ეტკინებათ და მეტი არაფერი.
მაგრამ ისიც ვიცი რომ უტაქტოდ არასოდეს არ ჩაერევიან ჩემი და ცემი ქმრის პირად საქმეში და თუ ჩაერიენ ისე აუხსნი რომ შემდეგ აღარ მოუნდებათ ჩარევა.
ისე კი დიდი პლიუსია ცალკე ცხოვრება, ჩვენ ცალკე ვცხოვრობთ.
კარგი დედამთილ-მამათილიც მყავს ისე მე
* * *
ამ სამსახურის გამო ვეღარ მივედი ოსიძესთან, შაბათობით რომ მუშაობდნენ კარგი იქნებოდა