northtatuliaმოკლედ ჯერჯერობით მხოლოდ 1 პროცედურის გაკეთება მოვახერხე. კარგად ვერ მოვუარე დამწვრობას, საფენი დამეკრო კანზე და ნუ უჟასტიკებს არ მოვყვები თვითონაც მიხვდებით რაც დამემართებოდა

მოშუშებას მოვუნდი დიდი ხანი
სტრიები კვლავ მაქვს და როგორც მითხრა კოსმეტოლოგმა მინ 2 პროცედურა კიდევ უნდა ჩავიტარო. (თუმცა საგრძნობლად შემცირდა)
შემდეგი პროცედურები სხვანაირია. ანუ ფრაქსელის ლაზერს აქვს ნემსივით რკინის ინსტრუმენტი, რომლითაც კანს გიჭრიან (თან იწვება ჭრილობა) და ჩნდება კანზე ნაპრალი, რომელიც შემდეგ ნელნელა შUშდება.
სატესტოდ 2 ცალი გავიკეთე. პროცედურა იყო მტკივნეული და რა გაუძლებს 50 ეგეთი ნაპრალის გაკეთებას არ ვიცი.
ეხლა სამწუხაროდ სამსახურში ძალიან ბევრი საქმე მაქვს და ვერ ვახერხებ პროცედურაზე წასვლას.
მინ 2 დღე მაინც მინდა. ერთ ჯერზე გული ვერ გაუძლებს ამდენ ტანჯვას.
პირველი პროცედურა ღირდა 350 შემდეგი მიჯდება 280 და შემდეგი კიდევ უფრო ნაკლები, მგონი 250 და ასე იკლებს.
თუ ნერვები გეყოფათ ამდენი წვალების ასატანად გაიკეთეთ აუცილებლად. მოთმინების გარეშე ძალიან რთულია ამ პროცედურის გაკეთება.