#55099955 · 12 Aug 2019, 00:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სტრიების ლაზერული აბლაციით გაქრობასთან დაკავშირებით დავწერ ჩემ გამოცდილებას, იმედია გამოგადგებათ. ორსულობის ბოლო თვეში მოვიმატე 7 კილო, რაც დიდი სტრესი აღმოჩნდა ჩემი ორგანიზმისთვის, ამის შემდეგ მეტყობოდა უკვე რამდენიმე ხაზი. ბავშვის გაჩენისთანავე 2 თვეში დავიწყე ლაზერი, რაც უფრო ადრე დაიწყებთ მით უკეთესია, უკვე გაუფერულებულს ბევრად მეტი პროცედურა სჭირდება. 4 პროცედურაში საერთოდ გამიქრა, თუმცა თვითონ პროცედურა საკმაოდ მტკივნეულია, რეაბილიტაციის პერიოდიც და ფინანსური მხარეც, მაგრამ შედეგი ნამდვილად აქვს, მე 100%- ით მიშველა. რაც შეეხება გენეტიკურ ფაქტორს, დედაჩემს არ გგასჩენია სტრია და ალბათ მთავარი მიზეზი იყო ის რომ ერთიანად მოვიმატე წონა და ეს ყველაფერი ისედაც დიდ მუცელს დაემატა.
This post has been edited by Sandra2209 on 12 Aug 2019, 00:40
|