NIANU_3 ფასიანი აცრა ექვსი დაავადების (დიფტერია, ყივანახველა, ტეტანუსი, ჰეპატიტი B, ბ ტიპის ჰომოფილუს ინფლუენცა და პოლიომიელიტი) საწინააღმდეგო კომპონენტს მოიცავს.ხოლო უფასო პოლიომიელიტის საწინააღმდეგო კომპონენტს არ შეიცავს.
პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინა სახელმწიფო უფასო პროგრამის ფარგლებში ცაკლე, სითხის ენაზე დაწვეთების ფორმით კეთდება.
ენაზე დასაწვეთებელი პოლიომიელიტის ვაქცინა სახელმწიფოს დაახლოებით 1.65 აშშ დოლარი უჯდება, ამას „ცოცხალ“ (სადაც ვირუსები დახოცილი არ არის) ვაქცინას უწოდებენ. 140– ლარიან აცრაში შემავალი პოლიმიელიტის კომპონენტს კი– „მაღალგაწმენდილს“.
ყველა ქვეყანა, რომელიც აწარმოებს მაღალგაწმენდილ ვაქცინებს, ძალიან დიდ თანხებს ხარჯავს უსაფრთხო ვაქცინის შექმნაზე, რადგან იმისთვის, რომ ვაქცინა იყოს უსაფრთხო და მაღალიმუნოგენური , ის გადის უამრავ ფიზიკურ და ქიმიურ პროცესს, გამოიყენება მაღალი ტექნოლოგიები, რაც ქვეყანას საკმაოდ ძვირი უჯდება. აქედან შეიძლება ლოგიკური დასკვნის გამოტანა: მაღალგაწმენდილი ვაქცინა ძვირია და პირიქით, დაბალგაწმენდილი - იაფი. ვაქცინის გასუფთავება პირდაპირპროპორციულ კავშირშია მის ფასთან.
ორივე ვაქცინა, ე.წ ფასიანი და უფასოც, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ და ლიცენზირებულ ვაქცინათა ნუსხაში შედის. მათ შორის განსხვავება აცრების რაოდენობაში და შესაძლო გვერდითი მოვლენების სიმცირეშია. აგრეთვე, ნაკლები რაოდენობის ჩხვლეტა და მინიმუმამდე შემცირებული გვერდითი მოვლენა –ეს ის ძირითადი უპირატესობებია, რომელიც ფასიან აცრას ე.წ უფასო აცრისგან განასხვავებს.
მე ავცერი შემი შვილი უფასო ვაქცინით და მხოლოდ 37 ქონდა სიცხე საღამოს, მეორე დღეს ჩიტივით იყო

არანაირი ნანემსარის გართულება და ა.შ. ჩემმა თანამშრომელმა აცრა ფასიანი ვაქცინით და ბავშვს დაემართა ანაფილაქსიური შოკი, ძლივს გადაარჩინეს . ანუ ყველაფერი ინდივიდუალურია. ან აქვს რეაქცია ან არა, გინდა ფასიანი იყოს , გინდა უფასო.
This post has been edited by laliko_laliko on 15 Dec 2012, 01:34