Pop-cornაი ჩემიც ზუსტად ესეა ,გარეთ "ეპაზორება"ძილია მგონი
xatia333მეც აი უკვე ვაპირებ დამატების მიცემას ასე ერთ კვირაში, ჩემმა პედიატრმა თავიდან 4-5 ჩაის კოვზი ფაფა მიეცი (თავიდან თხელი და მერე თანდათან გაასქელე, ნარევი არ უნდა იყოს სხვადასხვა ბურღულეულის, შეიძლება შვრია, ბრინჯი, ქერი...) თუ კარგად მიიღო მერე ნელნელა ადი იმ დოზამდე რაც ეკუთვნის ასაკობრივადო ( ეს ყუთზე აწერია ხოლმე), შეიძლება თავიდან უარი თქვას ფაფაზე, მაგრამ არ ნიშნავს რომ არ მოსწნოს, უბრალოდ მისი რეაქციაა ახალ გეომეზეო, ხო კიდევ, კოვზით მიეცი აუცილებლად და ეს ხელს უწყობს თურმე ენის კუნთების განვითარებს და სწორი მეტყველების ჩამოყალიბებას.
ისე მენიუ რომ მომცა, რძე/ფორმულა 5-ივეჯერ დატოვა და + ფაფები
აი 6 თვის მენიუ ასეთია (ნუ შემიძლია რა თქმა უნდა რაღაცეები შევცვალო)
1 კვება: დედის რძე ან ფორმულა 150-180 მლ, 1-2 სუფრის კოვზი ბურღულეულის ფაფა
წახემსება 2-4 სუფრის კოვზი ხილფაფა
II კვება: დედის რძე ან ფორმულა 150-180 მლ, 1-2 სუფრის კოვზი ბურღულეულის ფაფა
III კვება: დედის რძე ან ფორმულა 150-180 მლ + 1-2 სუფრის კოვზი ბოსტნეულის პიურე
წახემსება 60 მლ ხილის წვენი, ნაჭერი ორცხობილა
მე-4 კვება 170-200 მლ დედის რძე ან ფორმულა
This post has been edited by Katerina :-) on 11 Dec 2012, 18:25