ჩემი შთაბეჭდილებები:
გავაჩინე საკეისროთი ჯანმრთელობის სახლში. ძალიან ბევრი პლიუსები შემიძლია დავუწერო. სულ პირველი შთაბეჭდილებიდან დაწყებული, ამბის გასაგებად რომ მივედი, არავისგან მიგრძვნია უხეშობა ან უყურადღებობა. მიმღებში რომ ქალია, გადამყვა ზედ, თვითონ გამომყვა ყველგან, ღიმილით რომ გესაუბრება ადამიანი, იმასაც ხომ დიდი მნიშნველობა აქვს განწყობისთვის.
მეორედ მივედი უკვე თვითონ ამირან ქორიძესთან კითხვებით. ძალიან კარგად მიმიღო, ყველა კითხვაზე ამომწურავად მიპასუხა, თარიღზე შემითანხმდა და წინასაკეისრო ანალიზებზე დამიბარა. მისგანაც ძალიან კმაყოფილი წამოვედი.
წინასაკეისრო ანალიზები დაჯდა 277 ლარი. ცოტა რიგში დგომებმა დამღალა.
საკეისრო კვეთა დაჯდა 1665 ლარი + მე მიომებიც ამომაჭრეს - 350 ლარი.
წინა 2 ბავშვი გაგუაში გავაჩინე და ცოტა შედარებითი დახასიათება გამომივა, მაგრამ ვერც შევადარებ პირობებით და მომსახურებით გაგუას კლინიკას და ჯანმრთელობის სახლს. პალატები ყველა ერთადგილიანებია, ყველა პალატაში დგას მაგიდა, სკამები და კარადა, რის ნაკლებობასაც ძალიან განვიცდიდი გაგუაში. სკამზე მინდოდა დავმჯდარიყავი, ზურგი მიმეყრდნო და ისე მეწოვებინა ძუძუ ბავშვისთვის და მაგის საშუალება არ იყო. საშინლად მტკიოდა ხოლმე ზურგი. ტანსაცმელი კი ჩანთაში მეყარა და ყველაფრის მოძებნა მიჭირდა. ჯან.სახლში კარადაში დავკიდე კულტურულად ყველაფერი. იქვე დამხვდა იმათი პერანგები და ხალათი (გაჭირვებისას გამოიყენებ ადამიანი). ასევე დამხვდა კბილის პასტა, ჯაგრისი, სავარცხელი (მე ჩემსას ვხმარობდი, მაგრამ მაინც), ჩუსტები. კედლებზე რომ სურათები და ხატები ეკიდა, ეგ ხომ წვრილმანია, მაგრამ მაინც სასიამოვნო იყო ჩემთვის.
რაც შეეხება პერსონალს, არც ერთი ადამიანისგან არ მიგრძვნია აგდებული დამოკიდებულება. ყველა ძალიან თბილი და ყურადღებიანი იყო. არც ერთხელ არ დამჭირვებია გამოძახება, იმდენად ხშირად შემოდიოდნენ. ყველაფერში დახმარებას მთავაზობდნენ. ჩულქები რომ დამესვარა, იმის გარეცხვაც შემომთავაზეს, მაგრამ მე თვითონ მომერიდა გასარეცხად მიცემა. ბავშვს უვლიდნენ ძალიან კარგად. ყოველდღე ბანდნენ (შედარებისთვის, გაგუაში ერთხელ არ დაუბანიათ, მარტო გაწმინდეს და ეგ იყო). ერთხელ ვკითხე პამპერსის ქვეშ გამომწვარი ხომ არაა-მეთქი და ჩვენთან ბავშვები ასე ადვილად არ იწვებიანო. სულ ჩაკრიალებულ-ჩასუფთავებული იყო ბავშვი. ღამე გაჰყავდათ, რომ დამეძინა. თუ იტირებდა, მაშინვე ვიღაც შემოდიოდა და მიზეზს იგებდა. ჩაუტარეს ყველანაირი გამოკლვევა. შედარებისთვის: გაგუას კლინიკაში, ერთს დაიძახებდნენ, აბა, 12 სთ-ზე პედიატრი მოდის და ბავშვები საპროცედუროში (თუ სადღაც) გამოიყვანეთო და შეგეძლო თუ არ შეგეძლო, უნდა გაგეყვანა. მერე იქ რიგში მდგარიყავი, თუ არ გაიყვანდი, არც არავინ ინტერესდებოდა, რატომ არ გაიყვანე. ასევე ნაკერების დამუშავებაზე: აბა, 11-ზე ყველა ნაკერების დამუშავებაზე! მიხვალ-არ მიხვალ - არავის არ აინტერესებდა. ეს იქიდან ვიცი, რომ მე პირადად არც ერთხელ არ მივსულვარ პირველზე (1 ნახეთქი მქონდა) და არც არავის უკითხავს რატომ არ მოდიხარო. ჯან.სახლში თვითონ შემოდიოდნენ ნაკერების დამუშავებისთვის. ბავშვიც თვითონ გაჰყავდათ პედიატრთან.
კიდევ ერთი დიდი პლიუსი: ოპერაციის მეორე დღეს შემოვიდა ქალი, რომელმაც წამომაყენა ლიგინიდან და აკადემიურად ამიხსნა ყველა ნიაუნსი, რაც უნდა იცოდეს ახალნამშობიარებმა ქალმა და რაც გაგუაში აზრად არავის მოსვლია. ამისხნა რა მდომგარეობაში იყო ჩემი სხეული, მუცლის ღრუ, საშვილოსნო, მუცლის პრესი. რა უნდა გამეკეთებინა, რომ მალე ჩამდგარიყო ყველაფერი მწყობრში. მეორე დღეს ისევ მოვიდა და მასწავლა მუცლის გვერდითი კუნთების ვარჯიშები, მესამე დღესაც შემოვიდა და დამეხმარა ვარჯიშის გაკეთებაში.
კიდევ ერთი ნიუანსი: გაგუაში რომ ვიმშობიარე მეორეზე, ჩავიხიე და უამრავი ნაკერი მქონდა შორისზე. ისე მტკიოდა, ვიწექი და ვყმუოდი მთელი ღამე, ლამის დაჩოქილი ვეხვეწებოდი ექთნებს, გამაყუჩებელი მომეცით-თქო და დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ 1-2-ჯერ გადმომიგდეს თითო აბი. აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომა იყო ჯან.სახლში. თვითონ მეუბნებოდნენ, თუ ტკვილები გექნეს, არ მოითმინო, გვითხარი და გამაყუჩებელს გაგიკეთებთო. გაიხარონ მაგათ

საკეისროს შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი ხომ გავრცელებული აზრით უფრო მძიმე უნდა იყოს, ვიდრე ფიზიოლოგიურის. პირიქით მოხდა ჩემთან. შედარებაც არ შემიძლია, იმდენად მძიმედ ვიყავი წინა მშობიარობაზე ამასთან შედარებით. ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება იყო საკეისრო ჩემი ექიმის მხრიდან.
ჰო, აქ ერთმა დაწერა ჯან.სახლზე, ყავისფერი ტუალეტის ქაღალდი იყოო. ახლა ეგ როგორ ჩავუთვალო მინუსად, როცა სახლშიც მასეთ ქაღალდს ვიყენებ

მაგრამ მაგის მეტი მართლა არაფერი მახსენდება. კიდევ ერთი დისკომფორტი: დერეფნიდან სულ ხმაური და გადაძახილ-გადმოძახილი შემოდიოდა, მაგრამ ვერც ამას ჩავთვლი ისეთ მინუსად, სათვალავში ჩაგდებად რომ ღირდეს.
მოკლედ, ძალიან კმაყოფილი ვარ და ბევრ პლიუსებს ვუწერ ჯანმრთელობის სახლს.