ყველას დიდი მადლობა მოლოცვისთვის
stasiamakauნარკოზით არ მინდოდა, სპინალური მერჩივნა, მაგრამ ხერხემლის პრობლემების გამო ანესთეზიოლოგმა მითხრა, ვერ გავრისკავო. ზუსტად იმ მალებს შორის ადგილი მაქვს შევიწროვებული, სადაც უნდა გაკეთებულიყო ის ნემსი. ეგ კი არა, წინაზე რომ ეპიდულარული გაიკეთე, ეგეც რისკი იყოო, ასე მითხრა. ნარკოზის უკმაყოფილო არ ვარ, არაფერი დაუტოვებია ერთი შეხედვით. პირველ დღეს ცოტა მითიშული ვიყავი, სულ მეძინებოდა და ეგაა.
naneeeმე-5 პალატაში ვიყავი, სასადილოს პირდაპირ. სასადილოს ჭურჭლის ხმაურიც შემოდიოდა დროდადრო, მაგრამ დიდად არ მაწუხებდა.
* * *
COCOAანალიზებზე ნამდვილად მომიწია რიგებში დგომა. აქედან მამოლოგის რიგი იმან გამოიწვია, რომ ექიმი გასული იყო და სანამ მოვიდა, ველოდებოდით ყველა, თორემ როცა მოვიდა, მერე კი წავიდა ის რიგი სწრაფად. ერთგან, სადაც ნაცხი უნდა აეღოთ, ვიღაცას გადახვევას უკეთებდნენ და არ უშვებდნენ არავის, კარები იყო ჩაკეტილი. მაგის გამო ველოდე კარგა ხანს. ალერგოლოგთან 10-15 წუთი უნდა თითო ადამიანს, სინჯებს რომ უკეთებს, დრო უნდა რომ პასუხი მიიღოს. სისხლის და შარდის ანალიზებზე რიგი არ ყოფილა. ჰო, მე წინა დღეს რომ დავრეკე, შარდი მოიტანეო მითხრეს. თუმცა ჩემს გარდა მგონი სახლიდან მიტანილი არავის ჰქონდა. ისე კი გამიგია, რომ დილის შარდი ჯობია ანალიზისთვის.
კიდევ ერთი მომენტი: აქ ადრეც დაიწერა, მაგრამ გავიმეორებ, ვისაც არ უნახავს. აუცილებლად ითხოვენ ანტითრომბულ (მგონი ასე ჰქვია) ჩულქებს. ანესთეზიოლოგმა თვითონ მომცა მისამართი მეტრო 300 არაგველთან, სადაც უნდა მეყიდა, მაგრამ მე აქ მქონდა წაკითხული, რომ ლუბლიანას 34-ში იაფად იყიდებაო და პირდაპირ იქ წავედი. ვიყიდე 25 ლარად თურქულები. მშვენიერია, კარგად ვხმარობ, ბოლო-ბოლო 40 დღის მეტი არ გჭირდება ეგ ჩულქები და 40 დღე ყველა ვარიანტში გაძლებს. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ როგორც ამბობენ, 300 არაგველთან 100 ლარის ფარგლებში ღირს, ოღონდ გერმანულებია. ვისაც როგორ ურჩევნია, შეუძლია გადაწყვიტოს.
აი, ეს შენობაა, სადაც იყიდება ჩულქები, მაგრამ მე გვიან მოვიფიქრე სურათის გადაღება და ამიტომ ზუსტად ის აფთიაქი არ ჩანს, შიგნითა კუთხეშია დამალული.
This post has been edited by მარიამი on 25 Jun 2013, 14:30