აქ დავწერ, მგონი უფრო შესაბამისი თემაა.
მოკლედ მე, მანიაჩკა და liluu85 ვიყავით: ჰერაში, ახალ სიცოცხლეში, ემბრიოში და ჯანმრთელობის სახლში. გაგუაში არავინ იყო რეგისტრატურაში, შაბათიაო მოიმიზეზეს და ვერ ვნახეთ პალატები.
ეხლა დავწერ ფასებს, თუ რამე გამომრჩა, გოგოები დაამატებენ მერე:
ჰერა
ფიზიოლოგიური მშობიარობა:
3 კაციანი პალატა - 650 ლარი;
2-იანი - 750;
1-იანი 850;
ლუქსი - 980.
საკეისრო:
3-იანი - 1000;
2-იანი-1050;
1-იანი 1100;
ექიმის აყვანა - 300;
გაუტკივარება - 150.
გამოწერა ხდება მე3-მე4 დღეს.
კვება - 3ჯერადი (მგონი, ნუ 3იანი გვითხრეს თუ 4-იანი ეგ არ მახსოვს.
ბლოკში დგას 2 სავარძელი, შესაბამისად 2 მშობიარე თუ იქნება, დასწრებით ვერ დაესწრება ვერავინ (ასა კატეგორიულად არ უთქვამს, მაგრამ ალბათ არ დაასწრებენო, მით უმეტეს, თუ ერთთან იქნება და მეორესთან - არა.
ნახვის საათები არ ჩამიწერია ზუსტად და დაწერენ გოგოები მერე

საერთო ჯამში მომეწონა, კარგი შთაბეჭდილება დატოვა, სისუფთავე დაცულია, მომსახურე პერსონალმა ძალიან თბილად მიგვიღო.