უფფ, ძლივს მოვიცალე კომპიუტერისთვის
drozera , Liluu85

დღეს ძალიან მაგარი დღე იყო. შემოვიარეთ სამშობიაროები.
ვინ ამბობდა არ შეგიშვებენო? ყველამ ძალიან თბილად მიგვიღო, რომ მივდიოდით, გვეუბნებოდნენ, ამდენი არა, ერთი შემოვიდესო და რომ ვეუბნებოდით, სამივე ორსულები ვართ და სამშობიარო უნდა ავირჩიოთო, ეგრევე ღიმილი ეფინებოდათ და მაშინ სამივე უნდა შემოხვიდეთო, თვითონ გვეუბნებოდნენ. ყველა გვიღიმოდა და გვესიყვარულებოდა.
ისე, გოგოებო, drozera , Liluu85 , მემგონი ეგ ჩემ გამო მოვწონდით ყველას, თორემ აბა გაგუადან რატომ გამოგისტუმრეს?

მოკლედ, სამშობიაროების ფასებზე drozeram დაგიწერათ დაწვრილებით. მე უფრო პირობებზე დავწერ ჩემ აზრს.
1.
ჰერა - ყველაზე ძალიან ეს სამშობიარო მომეწონა და ალბათ აქ გადავწვეტ მშობიარობას. მარტო IFFY - ს ველოდები, რომ იმშობიაროს და მერე შთაბეჭდილებები დაწეროს, რომ საბოლოოდ ჰერა გადავწყვიტო

IFFY, შენ იმედზე ვარ
რა შემიძლია დავამატო ჰერაზე:
1. არის ყოფილი რკინიგზელთა საავადმყოფოს შენობაში. ახალი გარემონტებულია მთელი კლინიკა, ამიტომ ძალიან კარგად გამოიყურება ყველაფერი. პირველი დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა ეზომ და პარკინგმა. მართალია ფასიანი პარკინგია, მაგრამ ძალიან დიდია და მოწესრიგებული.
2. თვითონ ჰერა არის ძალიან მაგრად გაკეთებული. ყველაფერი ახლის შთაბეჭდილებას ტოვებს (ასეც არის რეალურად) და პერსონალიც მოწესრიგებული, როგორც ჩაცმულობით (ლამაზი, სუფთა ფორმები), ისე საუბრით.
3. 1 ადგილიანი პალატები არის ნორმალური, ზომაში არაუშავს, ცოტა პატარებია, საწოლები როგორც დავაკვირდი პულტიანი არ არის და ყველა ოთახში არის ვანა-ტუალეტი. ყველა პალატაშია პლაზმური ტვ და კონდიციონერი. და რაც ყველაზე კარგია, Wireless აქვთ, თანაც სამი.
ლუქსი დიდია 1 ადგილიანთან შედარებით და დგას ტახტი (სამეული).
4. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი - აქვთ ბავშვთა რეანიმაცია (ღმერთმა არავის დაგვაჭირვოს, მაგრამ მე პირველზე მაგიტომ გამწირეს ღუდუშაურისთვის, პათოლოგიური ორსულობა მქონდა და ეშინოდათ, რამე არ გართულებულიყო).
5. კიდევ სასიამოვნო ფაქტი: ბავშვი გაყავთ ხოლმე.
6. მნახველების მიღების საათებია 6-8, მაგრამ ლუქსში შეგიძლია დაიტოვო ვინმე.
7. და ამ კლინიკის ერთადერთი მინუსი: ბლოკი არ არის ინდივიდუალური. მგონი მარტო ერთი ბლოკია და ვისაც დაეწყება ჭინთვები, ყველა იქ შეყავთ. სამაგიეროდ წინასამშობიარო ოთახებია ერთადგილიანი (გოგოებო, ხოარ მეშლება), სადაც ჭინთვებამდე არიან.
8. ფასი არის ყველაზე ნორმალური პირობებთან შედარებით დაჟე იაფია.
ლუქსი, ექიმის აყვანა და პერიდურალური ფიზიოლოგიური მშობიარობით ყველაფერი ერთად ჯდება 1430 ლარი.
2.
ახალი სიცოცხლე - ეს სამშობიარო ამ ოთხს შორის მეორე ადგილზე დგას ჩემ სიაში. ერთადგილიანი პალატები რომ ქონდეთ, ჰერაზე დავფიქრდებოდი, იმიტომ რომ აქ ბლოკი ინდივიდუალურია. ბავშვი აქაც გაყავთ ხოლმე, მაგრამ ძირითადად სულ დედასთან არის. ნახვის საათებია 4-დან 8-მდე, პალატაში შეიძლება მნახველების შეყვანა, მაგრამ რადგან 2-ადგილიანია ტეხავს, ვიღაცის მნახველებმა რომ უნდა გიყურონ. Wireless არ ქონდათ. ბლოკიც გვანახეს და მომეწონა ძაან, ღუდუშაურის ბლოკზე გაცილებით პატარა იყო, მაგრამ სისუფთავით და ხარისხიანი მოწყობილობებით, თითქმის იგივე იყო, რაც ღუდუშაურში აქვთ, ანუ, მშვენიერი ბლოკი აქვთ, ვერაფერს დაუწუნებ, რაც მთავარია ბლოკში მარტო შეყავთ მშობიარე, მშობიარობაზე დასწრება შეიძლება.
ფასი ძალიან ნორმალურია, ფიზ. მშობიარობა, ექიმის აყვანა და გაუტკივარება ერთად ჯდება 1100 ლარი. ოღონდ პალატაა 2-ადგილიანი, გაითვალისწინეთ.
3.
ჯანმრთელობის სახლი - ეს მესამეა ჩემ სიაში.
აქ ცოტა დომხალია მისაღებში, პირველ სართულზე. რაიონის კლინიკის შთაბეჭდილებას ტოვებს. სოფლებში რომ აქვთ სახლები კარგად მოწყობილი, ხეში რომ არის კედლები გაწყობილი, ეგეთი ინტერიერია. ძაან შინაურული ინტერიერია კლინიკისთვის, გეგონება საცხოვრებელი სახლია გადაკეთებული.
1. არ მომეწონა პალატები. ყველა პალატა 1-ადგილიანია, მაგრამ აქაც ეს შინაურული პონტი იგრძნობა. პალატებში არაა კონდიციონერი, არის რაღაც ადამ-კუკუს დროინდელი ვინტილიატორის სტილში, ჭერზე რომ მაგრდება და ტრიალებს. საწოლები კი აქვთ პულტიანი, მაგრამ ზოგადად ძველის შთაბეჭდილებას ტოვებდა ავეჯი (ტახტები ლუქსში). ლუქსში ღამე არავის ტოვებენ, ამიტომ ერთი განსხვავება ისაა, რომ 200 ლარით მეტს იხდი იმაში, რომ ორჯერ უფრო დიდი პალატაა ერთადგილიანთან შედარებით. არადა მე ერთადგილიანი უფრო მოეწონა. მაგიდა და ორი სკამი დევს ერთადგილიანში.
2. ნახვის საათებია 2-8 საათამდე
3. ბუფეტიდან გამოდიოდა საშინელი სუნი, ბულიონის, რაც მთელ დერეფანში იგრძნობოდა, სადაც პალატებია.
4. მშობიარობაზე დასწრება არ შეიძლება!!!!!!!!!!!!!!!
5. ბლოიკი ინდივიდუალურია.
6. ბავშვი გაყავთ ხოლმე. ჩემი ახლობელი შემხვდა, ნამშობიარევი და ფაქტიურად სულ ამათ ყავთ ბავშვიო.
7. ყველაზე მნიშვნელოვანი: ფასებია კატასტროფა! ფიზიოლოგიური მშობიარობისას ლუქსი, ექიმი არ აგყავს, იმიტომ რომ ისედაც და ასედაც ქორიძეა მარტო, და გაუტკივარება ერთად გამოდის 1800 ლარი.
4.
ემბრიო - სრული კატასტროფა!!! არ მეგონა ამას თუ რომელიმე სამშობიაროზე ვიტყოდი, მაგრამ ამას ნამდვილად ღუდუშაური ჯობდა! საშინელება და საოცრებაა! მანდ მშბოარობაში ფულს როგორ იხდიან საერთოდ, მიკვირს. გთხოვთ, ვინც მანდ იმშობიარეთ, ან აპირებთ მშობიარობას, შეურაცხყოფად არ მიიღოთ ჩემი ნაწერი. უბრალოდ ვერ ვმალავ ჩემს აღშფოთებას და რასაც ვწერ, იმაში ნამდვილად ობიექტური ვარ 100% და გრამსაც არ ვაჭარბებ, გოგოები დაწერენ თუ რამეში ტყუილს ვამბობ, იქ იყვნენ ისინიც ჩემთან ერთად.
1. ეზო და შენობა არის ისეთი საშინელი, თავი უჟასში გეგონება. ნახევარ შენობაში მშენებლობები მიმდინარეობს. ეს სამშობიარო არის მეორე სართულზე, სადაც ადიხარ რაღაც სტრაშნი კიბეებით. ჩვენ ვიცინოდით, მარტო ამ კიბეებზე ასვლით დაგეწყება მშობიარობა. რაღაც კატასტროფაა.
2. ინტერიერი კატასტროფა! შესასვლელიდანვე უჰაერობა იყო საშინელი და საშინელი სუნი იდგა ყველგან! ყველაფერი ჭუჭყიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, პერსონალსაც არ ეცვა გაკრიალებული ხალათები. ჩვენ ხალათები და ურნაში ჩაყრილი ნახმარი ბახილები ჩაგვაცვეს

აბსოლუტურად არაჰიგიენური ბახილები იყო, რა აზრი ქონდა მაგათ ჩაცმას არ ვიცი.
3. ბუფეტში საშინელი სუნი იდგა, პოდნოსებზე სადაც საჭმელს ალაგებდნენ, იმხელა ნაჭერი პური იდო თითო თეფშზე და ისე უშნოდ მოჭრილი, გული შემიწუხდა, ნამდვილი კონცლაგერია.
4. პალატები იყო 4-დან 1 ადგილიანამდე. პალატები არცერთი არ მომეწონა. აბაზანები იყო საშინელი. დუშკაბინები არ იყო, იყო უბრალოდ დუშები.
ლუქსი იყო ყველაზე საშინელი. იმიტომ რომ პალატაში დგას უზარმაზარი სამშობიარო საწოლი ჩვეულებრივი საწოლის გვერდით. ანუ, შეგიძლია ბლოკში იმშობიარო (ინდივიდუალური არაა, არც წინასამშობიარო ოთახია ინდივიდუალური, იქ 2 ერთად შეყავთ), ან შეგიძლია ლუქს-პალატაში იმშობიარო. ნუ, თუ არ იმშობიარებ, მაინც მთელი ეს დღეები იმ საშინელ სამშობიარო საწოლს უნდა უყურო. და იმის შეგრძნება, რომ მაგ ოთახში წინა დღეს შეიძლება ვიღაცამ იმშობიარა, თან მაგ ლოგინზე, მე ღამე არ დამაძინებდა.

ლუქსში შეგიძლია დაიტოვო ვინმე.
5. მნახველების მიღება 4-6 საათამდე (სამუშაო საათებია და ტეხავს). მნახველებს პალატაში არ უშვებენ, დედა გადის მისაღებში და ბავშვი შეუძლია კარებს რომ გააღებს, მაშინ დაანახოს.
6. ლუქსი ფიზ. მშობიარობისას ექიმის აყვანით ჯდება 955 ლარიდან (-დან იმიტომ რომ ექიმის აყვანა ეწერა 200 ლარიდან, გაუტკივარება არ ეწერა, არ ვიცი აკეთებენ თუ არა).
კიდევ ერთხელ მაპატიეთ, თუ ჩემი პოსტის გამო თავი შეურაცხყოფილად იგრძენით, ჩემი მიზანი არავის წყენინება არაა. ვხვდები, რომ ცოტა ცინიკურად ვწერე, მაგრამ ამ სამშობიაროს ჩემი აზრით პაციენტი საერთოდ არ უნდა ყავდეს, მითუმეტეს, ისეთ პირობებში, სადაც კონკურენცია დიდია.
აი, ასე

რამდენი ვწერე

სანახავი დამრჩა გაგუას სამშობიარო. და ჩაჩავას ზუსტი ფასები უნდა გავიგო. ნახვით ნანახი მაქვს ჩაჩავას პალატებიც და აღრიცხვაზეც იქ ვარ და ბოლოს ყველა ჩემმა ახლობელმა მანდ იმშობიარა, ამიტომ პირობები მეტ-ნაკლებად ვიცი.
საბოლოოდ მაინც მგონია ჰერას გადავწყვიტავ.
This post has been edited by მანიაჩკა on 13 Jan 2013, 01:36