ebi_chanუფასოა ეგ ანალიზი თუ ექიმი გაგზავნის, ისე თუ არ ვცდები 300 ლარამდეა.
მეც გავიკეთე, სულ ძალით დავაწერინე ექიმს უფასო მიმართვა.
კისრის ნაოჭის ნახვა ვერ მოვასწარი ეხოზე და მაგიტომ გავიკეთე. 0.005 აკლდა ნორმას და მაგის გამო დამიბარეს.
საშიში არაფერია, თუ პატარა ცდომილებაა მაინც იბარებენ ყველას, იქ მერე შემოგთავაზებენ სხვა ანალიზის გაკეთებას, სითხეს, რომ იღებენ მუცლიდან, მე მაგალითად ექიმმა მითხრა უარი უთხარიო, არ არის აქ არაფერი ისეთი, რომ ეგ ანალიზი გაიკეთოო. ეხოს გაგიკეთებენ და გამოგიშვებენ

მეც ისე ვნერვიულობდი, გადავყევი ამ ანალიზს.
კარგად იქნება ყველაფერი, ნერვები არ გაიფუჭო ასეთ სისულელეზე და ბაოს არაფერი ავნო