Liluu85 ძალიან გამიხარდა შენი ნახვა, სანამ ანალიზებზე შევიდოდი დაგინახე რომ შეხვედი დასათვალიერებლად

და მე რომ გამოვედი მოვათვალიერე ჰოლი, ვეღარ შეგნიშნე...
პალატები მე არ მინახავს პირადად თუმცა ვიდეოში ვნახე და ვიცოდი რომ მხოლოდ 2 კაციანი პალატები ქონდათ..
ნუ ზოგადად პირობები დამაკმაყოფილებელია, არავინ მიწყინოს მაგრამ გაგუას თავიდანვე ვამჯობინე.. რაც შეეხება რატომ გადავწყვიტე იმედის კლინიკა ეს მხოლოდ პირობებით არ შემოიფარგლა, საკმაოდ ახლო ნაცნობები მყავს ბატონ დავითთან და მე პირადად ბატონი დავითის გამო მივედი მაგ კლინიკაში. რა თქმა უნდა მიხარია რომ ცუდი პირობებიც არ არის.
ლაბორატორიის და ექოსკოპიის დიდად კმაყოფილი არ დავრჩი, მაგრამ ჩემთვის არც მაგას აქვს არსებითი მნიშვნელობა იმიტომ რომ ბოლომდე სხვა კლინიკაში ვიკეთებ ყველა ანალიზს და მხოლოდ ეს ერთხელ გავიკეთე მანდ ისიც დაზღვევით.
დავით კობეშავიძეზე რა გითხრათ, ძალიან თბილად გვღებულობს მე და ჩემს მეუღლეს აი უკვე მესამე ვიზიტია..ყველა კითხვაზე დაწვრილებით მცემს პასუხს, ყველაფერს დაწვრილებით მიხსნის რა, როგორ, რატომ და ა.შ.
დავგეგმეთ დღეს საკეისრო, თუ იქამდე თვითონ არ ისურვა ჩემმა თუნთულამ გამობრძანება 25ში 10ის ნახევარზე ვარ დაბარებული დილით.. თუ იქამდე ტკივილი დამეწყო ან წყლები დავღვარე ვრეკავ დავითთან და ვეუბნები რომ მოვდივართქო და ის იქ დამხვდება. მითხრა სანამ სახლიდან გამოხვალ დარეკეთ და დაგხვდებითო, ფიზიოლოგიური მშობიარობა რომ იყოს თქვენ დამხვდებოდით, მაგრამ რადგან საკეისროა არც ერთი წუთის დაკარგვა არ ღირს და მე დაგხვდებითო..
ზოგადად საკეისროს მოყვარული არ არის, რომ გააკეთოს საკეისრო ჩვენება უნდა გქონდეს თანაც სერიოზული, მაგალითად საშვილოსნოში კვანძი და შემოხვეული ჭიპლარი საკეისროს ჩვენება არ არის მისთვის.. ზოგ შემთხვევებში არც დაბალი მიმაგრება.რაც მე მაქვს.. ჩემზე საკეისრო პაპილომა ვირუსის გამო გადაწყდა
SPC თუ საშოს პაპილომა არ გაქვს ჩვეულებრივ ფიზიოლოგიურად იმშობიარებ.. მე პაპ ტესტით შემიმოწმდა. სახეზე ზუსტად ვერ გეტყვი ეხლა, მაგრამ თუ იქამდე ვერ გაარკვიე ვკითხავ ჩემს ექიმს და მოგწერ..მნიშვნელოვანია გაიკეთოთ ანალიზი რათა დადგინდეს რა სახის პაპილომავირუსია, დაახლოვებით 70 სახის არსებობს.
IFFYმე და შენი ბაიები ექოსკოპიური წონითაც ტოლები არიან

მეც 3 და 300 მითხრეს მაგრამ 400 გრამი - +_ში ეწერა, ანუ რეალურად მაინც არ არის ზუსტი ეს მონაცემები..მე პირიქით გადამიწიეს ვადა, კი მიწერია სრული 38 კვირა დღევანდელის ჩათვლით მაგრამ რაც მეტ ხანს გაჩერდება ბავშვისთვის არის კარგიო..უნდათ რომ 20მდე მიიყვანონ მინიმუმ.
ვაიმე რამდენი ვწერე