რა კარგი თემაა

მე ვშორდებოდი ქმარს,
ჩემებთან ვიყავი უკვე გადასული 3-4 დღე.
ვიეჭვე რო გადაცდენა მქონდა
მაგრამ ვერაფრით ვერ გავიხსენე
წინა თვეში რა რიცხვში მომივიდა.
აი როგორ არ ვიჭყლიტე ტვინი და ცხოვრებაში პირველად
ვერ გავიხსენე როდის ველოდებოდი ზუსტად.
არც ჩანიშნული მქონდა, სულ ვინიშნავ ხოლმე.
ნუ კიდე არ მომივიდა ერთი დღე, ორი დღე...
ძაან საეჭვო იყო, მაგრამ მაგ პერიოდში ისეთები
ხდებოდა ჩემა ცხოვრებაში,
როგორც დავწერე ქმარსაც ვშორდებოდი,
და მაგ დროს ჩემი ორსულობა
აი ისეთი სერიალის პონტი
იყო, სუფთა ბრაზილია რააა.
თან ორი წლის გათხოვილო და არც გვინდოდა და არც
დავორსულებულვარ. მოკლედ იმდენად შოკი იყო
ჩემი მაინცდამაინც იმ დროს დაფეხმძიმება რომ
მე თითონ არაფრით არ მჯეროდა გულის რევის მიუხედავად.
ნუ მერე ამინთო ორი ხაზი
და მაგ დროს ყველამ და ყველაფერმა უკან
გადაიწია

მე ბაია მეყოლებოდა და ამის იქით აღარაფერი მაინტერესებდა.
ხოდა სავახშმოდ წავედით სადღაც მე და ქმარი და იქ მივეცი
კონვერტში ჩადებული ტესტი.
რო მივაწოდე ვალი ქონდა ჩემს ძმას და ეგონა იმას ვუბრუნებდი და ფული იდო შიგ.
რო გახსნა აი შოკი ქონდა სერიოზული, გადაირია სიხარულით.
აღარ იცოდა რა ექნა, ჯერ წავიდეთ ბოლია აქო,
მერე საჭმელს თან მაძალებდა იკვებეო, თან მიშლიდა
ნუ ჭამ არ ვარგა ესენიო.

P.s.
მერე ცოტა რო დამშვიდდა, ღადაობდა : ეეე, მე კიდე ფული
მეგონაო. ვითომ გულდაწყვეტით ამბობდა

ახლაც ძილის წინ, მძინარე, გაღვიძებისთანავე, სულ
მუცელზე მეფათურება, სულ ელაპარაკება)))))
მშურს კიდეც ისეთი თბილია, მე ვერ ვარ ეგეთი)
This post has been edited by Pink_ Panther on 7 Mar 2014, 17:03
შენ ყოველთვის სწორად იქცევი, მაგრამ სხვებს აშვებინებ ბევრ შეცდომებს... (c)
.......
[[.]][[.]]][[.]] ♂ ♀
.........
.....და ღმერთი ღრუბლებშემოვლებულ ტახტზე კი არა,
ეგებ ჩირგვში ზის, და ყველანი სიცილად ვყოფნით.......
........................
♬ ♪♫ ♩