ნუ ესეიგი მთელი სცენარები მქონდა დახატული გონებაში, რამე რო იყოს ორსულად რო აღმოვჩენილიყავი როგორი სიურპრიზი უნდა გამეკეთებინა და ა.შ.
როგორც ყველას ემართება მემგონი არ გამოვიდა მთლად ისე როგორც წარმომედგინა
არ ვგეგმავდით ჯერ ბავშვს, კი 5 წელია ერთად ვართ, მაგრამ ნუ ორივეს გვყავს ბავშვები, არა ერთმანეთისგან, და ამიტომ მთელი პასუხისმგებლობით, რო აი ახალ სახლში რო გადავალთ და ამას რო მოვაგვარებთ და იმას რო მოვაგვარებთ
ხოდა ამ ბოლო დროს საკმაოდ არეული მქონდა ციკლი ისედაც, ხან არ მომდიოდა, ხან 10-ში მომდიოდა, ხან 20-ში და ასე
21 აპრილს რო მივედი სახლში სამსახურიდან რაღაც სიცხისმაგვარი შეგრძნება მქონდა, გავიზომე 37 მქონდა. უცბად გამახსენდა რო პირველ ორსულობაზეც ასეთი შეგრძნებები მქონდა და სიცხე 37, ჩავქანდი აფთიაქში ვიყიდე ტესტები. თან ვფიქრობ რო მაინც შანსი არაა

თან რატომღაც მახსოვდა რო წინა თვეში 10-ში მქონდა და ესეიგი გადამიცდა-თქო (მერე რო გადავამოწმე 22-ში მქონია და ჯერ გადაცდენილიც არ იყო).
მოკლედ გავიკეთე ტესტი და ორი ხაზია. დამიბნელდა თვალებში, თან მიხარია, თან მეშინია, ათას რამეზე ვფიქრობ.
ვურეკავ ჩემ ბიჭს, ის სამსახურშია და იქაურ თემებზე ჯუჯღუნებს შემჭამესო. მოვალ მალეო და მირეკავს ნახევარ საათში, ცოტა დამაგვიანდება, 10-სთვის მოვალო და ამიტყდა ისტერიული ტირილი

ის საერთოდ გამოშტერდა, ვერ მიხვდა რა ხდებოდა, ან რა მატირებდა, 8 საათი კი იყო უკვე.
მე დავეგდე, ძალით დავიძინე რო მალე გასულიყო დრო და რო მოვიდა არ ვუშვებ სახლში

ეს ტესტი თაროზე მიდევს და შემოსასვლელში ვდგავარ და რაღაც უაზრობებს ვეკითხები:
ხო არ მღალატობ?
ხო მართლა გიყვარვარ?
ვინმეს ხო არ ეფლირტავები?
და დარწმუნებული ვარ რო გიყვარვარ?
ეს უკვე მეკითხება ხო კარგად ხარო, თან ნამტირალევიც ვარ უკვე მოვასწარი, როგორც იქნა მივიყვანე თაროსთან, დახედა და სრული შოკი.
ამომხედავს, დახედავს, ამომხედავს, დახედავს. მერე უცბად კითხულობს: ორსულად ხარ?
მე თავს ვუქნევ და უკვე ვღნავი, მგონია რო არ უხარია, ახლა წავა და მიმატოვებს და რაღაც სცენარებს ვხატავ.
ეს დადის და აი ისეთ რაღაცეებს მეკითხება რო მინდა მოვკლა
ეს ტესტი სად იყიდე? რა ღირდა? როგორ დააფსი? რამდენ ხანში აჩვენა?
მოკლედ სადღაც 2 საათში მოვიდა ოდნავ გონს, გაიბადრა და დაიწყო მუცელზე მოფერება, მარჩიელობა ახლა რა ზომის არისო, სახლის განიავება რო სიგარეტის ბოლი არ ყოფილიყო, გაახსენდა რო სადღაც მარწყვს მოკრა თვალი და ა.შ.
ძაან გრძელი გამომივიდა