ცხოვრებაში ძალიან რთული პერიოდი მქონდა,ამიტომ არაფერს არ ველოდებოდი მსგავსს.უბრალოდ მოსვლამდე,არ ვიცი რატომ,ვიყიდე ტესტი და საღამოს როცა მეუღლემ გარეთ გასეირნება გადაწყვიტა უჩემოდ ავდექი და გავიკეთე(გაბრაზებულ გულზე

.1წუთის მერე რომ დავხედე არაფერიც არ იყო ამიტომ გადავდე გვერდით,ცოტა ხნის მერე გამახსენდა აბაზანაში დატოვებული ტესტი მივედი გადასაგდებად და.... 2 ხაზი.

დავურეკე და ვეუბნები მანქანას როცა გააჩერებ მაშინ გადმომირეკე-თქო,რადგან ვიცოდი აილეწებოდა სადმე ემოციისაგან იმდენად უნდოდა პატარა.გადმომირეკა და ვეუბნები,აჩ ტესტი გავიკეთე,ჩვენ პატარას ველოდებით.ყურმილის გათიშვის ხმა და 5 წუთში ჩემთან გაჩნდა ენით აუღწერელი ემოციებით.

მაშინვე მამიკოს დავურეკე და ვახარე შვილიშვილის ამბავი მაგრამ სამწუხაროა რომ ვერ მოესწრო სანატრელ პატარას,თუმცა ვიცი სადაც არის იქედან მიყურებს და ბედნიერია.

მე ეტყობა სიხარულისაგან დამადგა გულზე ჭვალი და მთელი ღამე გაშეშებული ვიჯექი.

მეორე დღეს თავისი ინიციატივით მომიტანა ნ რაოდენობის ტესტები.

ეს ისე მაინცოო...