ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, როგორ უნდა მეთქვა როცა გავიგებდი მაინც სულ სხვადასხვა აზრები მომდიოდა თავში.
ნუ ერთზე ყოველთვის ვთანხმდებოდი საკუთარ თავთან რო პირადად უნდა მეთქვა, ტელეფონით და სმს-ით არა!
მოკლედ, თავიდან თავს ვიცავდით, არ გვინდოდა ეგრევე ბავშვი, რამდენიმე თვეში რომ მოგვინდა, რაღაც პატარ-პატარა პრობლემები გამოხტა.
რამდენიმე თვე მაგის მიხედვას მოვუნდით და უკვე როცა ყოველთვე ველოდებოდით ჩემი ციკლის მოსვლით ორივეს ხასიათი გვიფუჭდებოდა...
მერე შევთანხმდით რო, არ დავლოდებოდით ესე დღეების თვლით და რაც იქნებოდა იქნებოდა.... მოკლედ, ყველაზე ნაკლებად რო ველოდი იმ თვეში, გადამიცდა თუ არა
1 დღით სახლიდან რო გამოვედი იქაც ვიყიდე 1 ტესტი. მერე სამსახურთან კიდე 3 ვიყიდე. იმ დღეს დამთხვევა იყო თუ რამე ნიშანი არ ვიცი, მაგრამ
აფთიაქებიდან გამოვდიოდი თუ არა, ორსულები მხვდებოდნენ
სამსახურის ტუალეტში 2 სხვადასხვა ტესტი გავაკეთე, დავდე ფანჯრის რაფაზე და ველოდები, თან საათს ვუყურებ...
როგორც კი გავიდა 3 წუთი დავხედე და ორივეზე 2 წითელი ხაზია

ნუ, ეს რა გრძნობა იყო ამას ვერ ავღწერ ძაანაც რო ვეცადო.
ერთია რო გავსკდი ტირილით. ბევრი რო არ გავაგრძელო, კიდე გავიკეთე დარჩენილი 2 რამდენიმე ხანში და ისევ გააწითლა. თან ამასობაში ჩემ ქმარს ვწერ
მგონი დღეს მომივა ისე მტკივა მუცელიმეთქი

ის იქიდან მამშვიდებს, არაუშავსო, არ ინერვიულოო და რაღაცეები, არადა მე 4 ტესტი მაქვს უკვე 2 ხაზიანი

საღამოს მოვიარე აფთიაქები, ვიყიდე 2 ცალი პატარა ნასკი, თავის ჩასადებში იდო, იქვე ჩავდე ჩემი ტესტები, ჩემ ქმარს ვუყიდე მაიკა და იმაში გავახვიე ეს საჩუქარი

რო ვნახე, მაიკა გიყიდე გინდა თუ არა გააჩერე მანქანა და ნახე მეთქი. შენ გაშალე და მჩვენეო, არა გააჩერე მანქანამეთქი და მოკლედ გააჩერა, გახსნა მაიკა და გადმოვარდა ეს
პაწაწუნა ნასკები

უი რა საყვარლებიაო ისე თქვა, ეგონა რო ისე ვიყიდე, მერე ტესტები დაინახა, ეს რაღააო, ორსულობის ტესტიმეთქი, თან 2 ხაზით თქო

და უცებ გადაუბრწყინდა სახე, მართლა? მართლა? თან მკოცნიდა თან მართლა? მართლა?-ს იძახდა

მოკლედ ესე... ბევრი ხვევნა კოცნის მერე დაიჯერა როგორც იქნა...
რამდენიმე თვეში იმის დაჯერებაც მოუწევს რომ უკვე მამაა