დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა
რას ითვალისწინებს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა?
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის №262 დადგენილებით დამტკიცებული იქნა დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით, ითვალისწინებს შობადობის მატერიალურ წახალისებას.
ვის შეუძლია ისარგებლოს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამით?
პროგრამის ბენეფიციარია 2014 წლის 1 ივნისიდან დაბადებული ბავშვი (ტყუპით მშობიარობის შემთხვევაში - ბავშვები), რომლის ბიოლოგიური დედა/ოჯახი, საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის მიხედვით, ფაქტობრივად ცხოვრობს საქართველოს იმ რეგიონში, სადაც ბავშვის (ბავშვების) დაბადების წლის წინა მე-2 და მე-3 წელში წლიური ბუნებრივი მატების საშუალო დადებითი მაჩვენებელი (ამ მაჩვენებელს განსაზღვრავს სსიპ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური) არ ფიქსირდება და ამ ბავშვის (ტყუპით მშობიარობის შემთხვევაში - ერთ-ერთი ტყუპისცალი) დაბადების დღის მდგომარეობით არის მისი ბიოლოგიური დედის რიგით მესამე ან შემდეგი ცოცხლადშობილი შვილი.
რა თანხას შეადგენს ბენეფიციარზე გათვალისწინებული დახმარება?
• ბენეფიციარს ენიშნება ყოველთვიური ფულადი დახმარება მაღალმთიან რეგიონში საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის მიხედვით ფაქტობრივად მცხოვრებთათვის - 200 ლარის ოდენობით;
• არამაღალმთიან რეგიონში საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის მიხედვით ფაქტობრივად მცხოვრებთათვის - 150 ლარის ოდენობით.
ფულადი დახმარება გაიცემა განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენის თვის შემდგომი თვის 1-ლი რიცხვიდან 2 წლის ასაკამდე, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
ვის აქვს ფულადი დახმარების მიღების უფლება?
• მაძიებელი/ბენეფიციარი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და ფაქტობრივად ცხოვრობდეს ბიოლოგიური დედის/ოჯახის საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის მიხედვით.
• ბავშვის ბიოლოგიური დედის გარდაცვალების შემთხვევაში, ფულადი დახმარების მიღებაზე უფლება ენიჭება დაბადებული ბავშვის ბიოლოგიურ მამას, ხოლო თუ ბავშვი არის დედ-მამით ობოლი, ან მამა ფაქტობრივად არ ცხოვრობს ოჯახის რეგისტრაციის მისამართზე, მაშინ - მის კანონიერ წარმომადგენელს.
რა სახის დოკუმენტებია საჭირო ფულადი დახმარების დასანიშნად?
ფულადი დახმარების დანიშვნის თაობაზე განცხადება წარედგინება სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს, ახლად დაბადებული ბავშვის ბიოლოგიური დედის/ოჯახის საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის მიხედვით.
განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:
• ბავშვის/ბავშვების მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები;
• კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ მიმართვას ახორციელებს მშობლების გარდა სხვა კანონიერი წარმომადგენელი;
• მაძიებლისა და სხვა შვილების დაბადების მოწმობები;
• სხვა დოკუმენტი, რომელიც საჭიროა სოციალური დახმარების უფლებრივი საკითხის გასარკვევად (საჭიროების შემთხვევაში).
შენიშვნა: აღნიშნული პროგრამა 2014 წელს შეეხება შემდეგ რეგიონებს: გურიას, იმერეთს, კახეთს, მცხეთა-მთიანეთს, სამეგრელო/ზემო სვანეთს და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთს.
http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=1110ვინმემ ხომ არ იცის, ეს ყველას ეხება თუ მხოლოდ გაჭირვებულებს? გადავეწერები მცხეთაში, თვეში 300 ლარს თუ მომცემენ მე-4 და მე-5 -ზე. This post has been edited by მარიამი on 17 Jul 2014, 16:21